Museum - მიმდინარე გამოფენები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენა ქ. სტამბულში

 21/03/2012

1 აგვისტოს ქ. სტამბულის პერა-მუზეუმში ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. პროექტ "ქართული სეზონის" ფარგლებში მოწყობილი გამოფენა 7 ოქტომბრამდე გაგრძელდა.

გამოფენაზე ფიროსმანის 35 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი, რომლებიც საქართველოს ეროვნული მუზეუმის შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში არის დაცული. ნამუშევრები 41,4 მილიონ დოლარად არის დაზღვეული.

ორგანიზატორები საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საგარეო საქმეთა სამინისტრო, სავაჭრო-სამრეწველო პალატა, საქართველოს საკონსულო თურქეთის რესპუბლიკაში და Suna and nan Kirac Foundation and Art Enterprises იყვნენ.