Museum - მიმდინარე გამოფენები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

პირველი გამოფენა ნიუ-იორკის უნივერსიტეტში

 21/03/2012

კოლხეთის საგანძურმა ვაშინგტონიდან ნიუ-იორკის, ანტიკური სამყაროს კვლევის ინსტიტუტში გადაინაცვლა. აღნიშნული გამოფენით 12 მარტს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის საგამოფენო დარბაზი გაიხსნა.

კოლხეთის უნიკალურ საგანძურის გამოფენასთან ერთად გამოვიდა პირველი ფართო მასშტაბის კატალოგიც.

ვანის ოქროს უნიკალური გამოფენების სერია საქართველოს კულტურის, ძეგლთადაცვისა და სპორტის სამინისტროს, ლეონ ლევის ფონდისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს პატრონაჟით წარიმართა.

16-17 მაისს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ანტიკური სამყაროს კვლევის ინსტიტუტში გაიმართა კონფერენცია, სადაც ქართველი და უცხოელი მკვლევარები წარმოადგენდნენ მოხსენებებს თემებზე: კოლხეთის როლი მევენახეობის განვითარებაში, ტექნიკური ინოვაცია, რომელიც გამოიყენებოდა ვანში აღმოჩენილი ოქროსა და ვერცხლის ნივთების დასამზადებლად.

ნიუ იორკის უნივერსიტეტთან არსებული ანტიკური სამყაროს კვლევის ინსტიტუტი ლეონ ლევის ფონდის მიერ 2006 წელს იქნა დაარსებული. ის სამეცნიერო კვლევებისა და უმაღლესი განათლების ერთ-ერთი წამყვანი ცენტრია მსოფლიოში.