Museum - მიმდინარე გამოფენები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ფიროსმანის გამოფენა ვილნიუსში

 13/03/2012

2008 წლის 31 დეკემბრიდან 2009 წლის 31 მაისამდე ვილნიუსის ეროვნულმა სამხატვრო გალერეამ ნიკო ფიროსმანის ნამუშევრებს უმასპინძლა. ფიროსმანის 35 ტილო XVIIსაუკუნეში აგებულ ვილნიუსის ეროვნულ სამხატვრო გალერეის სამ საგამოფენო დარბაზშია იყო წარმოდგენილი.

ლიტვაში ექსპონირებული ნამუშევრები ქართველი და ლიტველი კურატორების მიერ,საქართველოს ეროვნული მუზეუმის შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის საცავებიდან ერთობლივად შეირჩა.

ფიროსმანის გამოფენით გაიხსნა პროექტი "ვილნიუსი ევროპის კულტურულიდედაქალაქი 2009" სადაც საქართთელოს ჩათვლით 30 ქვეყანა იღებს მონაწილეობას.