Museum - მიმდინარე გამოფენები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

მაკა ბატიაშვილი „სიჩუმის დარღვევა"

 10/05/2023

ეროვნული გალერეა

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა წარმოგიდგენთ მხატვარ მაკა ბატიაშვილის პერსონალურ გამოფენას „სიჩუმის დარღვევა“.

მაკა ბატიაშვილი 1992-1997 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. ხელოვანი ხშირად მართავდა გამოფენებს საქართველოში და საზღვარგარეთ.
ეროვნულ გალერეაში მაკა ბატიაშვილის პერსონალური გამოფენა პირველად იმართება. ექსპოზიცია აერთიანებს ბოლო პერიოდში შექმნილ ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებს, რომელთა თემა ადამიანი და მისი გარემომცველი სამყაროა. დამთვალიერებელს ხვდება ადვილად საცნობი მხატვრისეული სიუჟეტები ახალი  ემოციური მინიშნებებით.

ე.წ. ლოკდაუნის პირობებში, როცა  ურბანული ხმები შეწყდა, ჰაერი  გაიწმინდა. სანაცვლოდ ახალ რეალობაში აღმოვჩნდით, ახალი შეგრძნებებით. გაისმა  ხმები, რომელთაც მანამდე  ყოველდღიური ხმაური ახშობდა. როგორც მხატვარი ამბობს, ქალაქის რიტმი გაჩერდა და ჰაერში ფრინველთა ხმამაღალი სიმღერა გაისმა. ასე გაჩნდა თემა და  გამოფენის სახელწოდება.

გამოფენა გაიხსნება და კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება 14 მაისს, 17:00 საათზე.