https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9 ?> https://www.traditionrolex.com/9
Museum - მიმდინარე გამოფენები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ჩინგიზ ფარზალიევი- "დროის საფეხურებზე"

 12/04/2023

ეროვნული გალერეა

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა უმასპინძლებს ცნობილი აზერბაიჯანელი მხატვრის, ჩინგიზ ფარზალიევის, გამოფენას - „დროის საფეხურებზე“.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის ხანგრძლივი შემოქმედებითი მოღვაწეობის განმავლობაში შექმნილი მდიდარი მემკვიდრეობის მხოლოდ მცირე ნაწილი. ჩინგიზ ფარზალიევის ხელოვნება ცნობილია შთამბეჭდავი პეიზაჟებით, ნატურმორტებით და სხვადასხვა ხასიათის ნამუშევართა ფილოსოფიური შინაარსით. გამოფენისათვის ექსპოზიციის სახელწოდებით გამოიცა კატალოგიც.

გამოფენის კურატორია ჩინგიზ ფარზალიევი, თანაკურატორი - კონულ რაფიევა.

ჩინგიზ ფარზალიევი დაიბადა 1943 წელს. 1973 წელს დაამთავრა ვ. სურიკოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო სამხატვრო ინსტიტუტის ფერწერის ფაკულტეტი. 2008 წლიდან აზერბაიჯანის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორია, 2010 წლიდან – აზერბაიჯანის ეროვნული მუზეუმის დირექტორი.

ჩინგიზ ფარზალიევი გამორჩეული ხელოვანი და საზოგადო მოღვაწეა. არის მრავალი საერთაშორისო აკადემიური რეგალიის, ორდენისა თუ ჯილდოს მფლობელი, კერძოდ: კემბრიჯის უნივერსიტეტის საერთაშორისო საინფორმაციო-ბიოგრაფიული ცენტრისა და ვ. სურიკოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო სამხატვრო ინსტიტუტის საპატიო პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საპატიო დოქტორი; მსოფლიოს კულტურასა და მეცნიერებაში შეტანილი წვლილისთვის მიენიჭა ჰანოვერის ევროპის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის საპატიო მოღვაწის წოდება, ავსტრიის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისათვის გადაეცა ღირსების დიდი ორდენი, ასევე: საქართველოს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, დიდების ორდენი აზერბაიჯანის სახვითი ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის; საფრანგეთის ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენი ხელოვნებასა და ლიტერატურაში შეტანილი წვლილისათვის; ათათურქის საერთაშორისო პრემია, ნიზამი განჯევის (განძელის) მედალი და სხვა.

საგამოფენო პროექტი „ჩინგიზ ფარზალიევი – დროის საფეხურზე“ ხორციელდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროსა და აზერბაიჯანის ხელოვნების ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით.

 

გამოფენა გაიხსნება 12 აპრილს, 19:00 საათზე და გაგრძელდება 10 მაისამდე.

 

 

 

 

 

https://www.traditionrolex.com/9