https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9 ?> https://www.traditionrolex.com/9
Museum - მიმდინარე გამოფენები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

პოსტერებით გადმოცემული შვეიცარია და საქართველო

 26/04/2021

სვანეთის მუზეუმი

21 აპრილიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი, საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, მასპინძლობს გამოფენას „პოსტერებით გადმოცემული შვეიცარია და საქართველო".  

შვეიცარიის საელჩოს მიერ ორგანიზებულ გამოფენაზე წარმოდგენილია 30-მდე შვეიცარიული და ქართული პოსტერი, რომელიც ტურიზმის განვითარებისა და ორივე ქვეყნის ღირსშესანიშნაობების პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა. შვეიცარიული პოსტერები სხვადასხვა ავტორის, მათ შორის ენდი ვორჰოლის მიერ არის შექმნილი.

გამოფენაზე წარმოდგენილი შვეიცარიული პოსტერების უმრავლესობა XX საუკუნის დასაწყისით თარიღდება და ხაზს უსვამს ამ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო კავშირსა და თანამშრომლობას.  

ქართული თანამედროვე პოსტერები შექმნილია კომპანია „ჯეოპოსტერის“ მიერ. 

გამოფენის ხანგრძლივობა: 21 აპრილი - 31 მაისი, 2021
მისამართი: მესტია, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი, ავთანდილ იოსელიანის ქუჩა 7.

 

 

 

https://www.traditionrolex.com/9