Museum - მიმდინარე გამოფენები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ქართული ხელოვნების ოსტატები

 11/10/2018

ეროვნული გალერეა

საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში წარმოგიდგენთ გამოფენას „ქართული ხელოვნების ოსტატები".

ექსპოზიციაზე დამთვალიერებელი იხილავს XX საუკუნის ათიანი წლებიდან მოღვაწე ქართველ პროფესიონალ მხატვართა შემოქმედებას, სადაც ნათლად ჩანს თანამედროვე ხელოვნების პრობლემების გადაწყვეტისაკენ სწრაფვა.

გამოფენაზე წარმოდგენილი მხატვრების - კირილე ზდანევიჩის, შალვა ქიქოძის, ქეთევან მაღალაშვილის და ელენე ახვლედიანის შემოქმედების ექსპოზიცია, ლადო გუდიაშვილისა და დავით კაკაბაძის ნამუშევრებთან ერთად, მთლიანობაში გვიჩვენებს ქართული მხატვრული სკოლის მრავალფეროვნებას და მის ესთეტიკას. 

ეროვნული გალერეის მეორე სართულზე წარმოდგენილი ნამუშევრები წარმოაჩენს გამორჩეულ ქართველ მხატვართა ინდივიდუალიზმს, იმ პერიოდის ქართული მხატვრობის საერთო სახეს და მის ეროვნულ თავისებურებას, ასევე, ქართული მხატვრობის თანადროულ ხასიათს საერთო ევროპულ მხატვრულ პროცესებთან მიმართებაში.

მისამართი. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, . რუსთაველის გამზირი 11.

◆ გალერეა მუშაობს ყოველდღე ორშაბათის გარდა, 10:00-დან 17:30 საათამდე.