https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9 ?> https://www.traditionrolex.com/9
Museum - პრესრელიზები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

პრესრელიზები

Share

„ქართული სახვითი ხელოვნების შედევრები - XX საუკუნის I ნახევარი”

 05/06/2011

საქართველოს ეროვნული მუზეუმი ეროვნული გალერეის განახლებულ შენობაში წარმოგიდგენთ გამოფენის „ქართული სახვითი ხელოვნების შედევრები - XX საუკუნის I ნახევარი" გახსნას. 

დამთვალიერებელს პირველად ეძლევა საშუალება ერთ სივრცეში იხილოს ნიკო ფიროსმანის, გიგო გაბაშვილის, მოსე თოიძის,  დიმიტრი შევარდნაძის, კირილე ზდანევიჩის, დავით კაკაბაძის, შალვა ქიქოძის, ლადო გუდიაშვილის, ქეთევან მაღალაშვილის, ელენე ახვლედიანის, ფელიქს ვარლამიშვილის, სერგო ქობულაძის, ირაკლი გამრეკელის, აპოლონ ქუთათელაძის, უჩა ჯაფარიძისა და სხვათა ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, აგრეთვე თეატრის მხატვრობა, იაკობ ნიკოლაძისა და ნიკოლოზ კანდელაკის ქანდაკებები.

წარმოდგენილ ხელოვანთა მემკვიდრეობა პროფესიული ოსტატობისა და მუდმივი მხატვრული ღირებულების თვალსაზრისით თანამედროვე ქართული ხელოვნების საფუძველია, რომლის შექმნის ტექნოლოგიები დღესაც ცოცხალია. 

ეროვნული გალერეა 2007 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში გაერთიანდა. 2007-2010 წწ. გალერეის რეკონსტრუქცია პორტუგალიური არქიტექტურული ჯგუფის Aინდა Aრქუიტეცტურა-ს და სამშენებლო კომპანია "არსის" თანამშრომლობით განხორციელდა. 

რეაბილიტაციის შედეგად შენარჩუნდა 1888 წელს აგებული შენობის ისტორიული თავისებურებები, მოხდა შიდა სივრცის მთლიანად გადაკეთება და მოეწყო ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გალერეა. შეიქმნა 7 ახალი საექსპოზიციო დარბაზი და საგამოფენო-სასწავლო სივრცე, მოეწყო კაფე, მაღაზია და სხვა.

ეროვნული გალერეა უმასპინძლებს როგორც ქართველ, ასევე უცხოელ ხელოვანთა შედევრებს. ვიმედოვნებთ, რომ გალერეის საგამოფენო სივრცე ჩვენი დროის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო კერა გახდება, სხვადასხვა ასაკის დამთვალიერებელთათვის საინტერესო და მიმზიდველ თავშეყრის ადგილად იქცევა.

მისამართი: საქართველოს ეროვნული გალერეა, რუსთაველის გამზირი 11.

https://www.traditionrolex.com/9