https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9 ?> https://www.traditionrolex.com/9
Museum - პრესრელიზები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

პრესრელიზები

Share

ფოტოგამოფენა და საგანმანათლებლო პროექტი “მრავალკულტურული საქართველო”

 21/05/2011

2011 წლის 21 მაისს 14.00 საათზე გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღია ცის ქვეშ იხსნება ფოტოგამოფენა სახელწოდებით მრავალკულტურული საქართველო. 

ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ეთნოსების (ქართველები, ბერძნები, ებრაელები, სომხები, აზერბაიჯანელები, ქურთები, ოსები) მატერიალური კულტურის ამსახველი მასალა.

პროექტი გათვლილია როგორც მოსწავლეებისთვის ასევე მასწავლებლებისთვის (მასწავლებლებისთვის მომზადდება სატრენინგო პაკეტი). 

პროექტის მიზანია ერთი მხრივ ხელი შეუწყოს კულტურათაშორისი განათლების პოპულარიზაციასა და კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებას. მეორე მხრივ კი დაეხმაროს მასწავლებლებსა თუ მოსწავლეებს სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული მასალის გაღრმავებასა და გამრავალფეროვნებაში. 

ბავშვები გაეცნობიან გამოფენაზე წარმოდგენილი ეთნოსების საქართველოში ჩამოსახლება-განსახლების ისტორიასა და მათ კულტურას საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული მასალის საფუძველზე.  

ფოტოგამოფენა მოძრავი ხასიათისაა და მიზნად ისახავს სკოლებსა და ცალკეული ეთნოსებით დასახლებულ რეგიონებში მოგზაურობას, რაც ხელს შეუწყობს ინფორმირებასა და ინტერესის გაღვივებას  საზოგადოების იმ ნაწილში, რომელთაც არ აქვთ მუზეუმში ფიზიკურად მოსვლის საშუალება. 

პროექტი ხორციელდება A-MUSE-ALL-ის პროგრამის ფარგლებში სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (დვვ ინტერნატიონალ) ხელშეწყობით.

მისამართი: გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი, კუს ტბის გზატკეცილი 1.

https://www.traditionrolex.com/9