https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9 ?> https://www.traditionrolex.com/9
Museum - პრესრელიზები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

პრესრელიზები

Share

პროგრამა "კრისტოფორო კასტელი და საქართველო"

 11/05/2022

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი გთავაზობთ საგანმანათლებლო-შემოქმედებით პროგრამას - „კრისტოფორო კასტელი და საქართველო". პროგრამა ხორციელდება ამავე სახელწოდების გამოფენის ფარგლებში, რომელიც ეძღვნება იტალიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს.

პროგრამის მონაწილეები გაეცნობიან თეათინელი მისიონერის კრისტოფორო კასტელის  (1600-1659) თავგადასავალსა და მოგზაურობას საქართველოში. კასტელის ჩანახატებით მნახველის თვალწინ ცოცხლდება XVII საუკუნის საქართველოს ისტორიული მოვლენები და ყოფა-ცხოვრება, მეფეთა და წარჩინებულთა პორტრეტები, დღესასწაულთა, ნადირობის, არქიტექტურულ ნაგებობათა, ომის, თავშეყრის თუ სხვა მოვლენათა ამსახველი სცენები, ყველაფერი ის, რაც უაღრესად ფასეულია ქართული ყოფისა და კულტურის ისტორიისთვის.

კრისტოფორო კასტელიმ დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს ევროპის კულტურული ოჯახისთვის უკეთ გაცნობის საქმეში და ფასდაუდებელი ისტორიული მემკვიდრეობა დაგვიტოვა - აქ გატარებული თითქმის ოცდახუთწლიანი პერიოდის განმავლობაში (1631-1654) მან იმდროინდელი საქართველოს ამსახველი ილუსტრირებული „დღიური" შექმნა.

პროგრამა განკუთვნილია სკოლის ასაკის მოსწავლეებისათვის.
პროგრამა ჩატარდება 17 მაისიდან ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს (საათი შეთანხმებით).
პროგრამის ხანგრძლივობა: 40-60 წთ
პროგრამის ხელმძღვანელი: ცისია კილაძე
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 599 907 334

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზ.3.

საქართველოში იტალიის საელჩოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ მომზადებული გამოფენის შესახებ ვრცლად

 

 

 

 

 

https://www.traditionrolex.com/9