Museum - პრესრელიზები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

პრესრელიზები

Share

მიხეილ კალაშნიკოვის 125 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო გამოფენა

 08/06/2011

გამოფენაზე წარმოდგენილია ცნობილი რუსი არქიტექტორის, ხელოვანის, მიხეილ კალაშნიკოვის შემოქმედება. 

დაღესტანში, თემირ-ხან-შურაში დაბადებული, თბილისის რეალური სასწავლებლის კურსდამთავრებული, მიხეილ კალაშნიკოვი რევოლუციამდელ პეტროგრადში, საიმპერატორო სამხატვრო აკადემიაში ეუფლებოდა არქიტექტურას, შემდეგ კი საქართველოში დაბრუნდა.

 იგი ერთგულად ემსახურებოდა ქართული კულტურის ფასეულობებს, ამიტომ ასახა აკვარელში და ფანქარში  სიონის ტაძრის სამრეკლოს რესტავრაცია_აღდგენა, მცხეთა-სამთავროს ეზო, ახტალას კოშკი, იკორთა, მცხეთა, ჯვარი. 

არქიტექტორს რუსული კლასიციზმის ტრადიციების გამზიარებლად მიიჩნევენ. 1938 წლიდან, მიხეილ კალაშნიკოვი საქართველოს ძეგლთა დაცვის განყოფილების არქიტექტორი იყო, შეადგინა ასზე მეტი სხვადასახვა დანიშნულების შენობა-ნაგებობათა პროექტი. 1947 წელს, არქიტექტორს საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა. 
გამოფენისთვის მიხეილ კალაშნიკოვის შვილიშვილმა კირილ ფომინმა, ჩამოიტანა ვრცელი ფოტომასალა და არქიტექტურული დაგეგმარებისა და ანაზომების ნიმუშები. იგი თავად ესწრება გამოფენას ოჯახთან ერთად. გარდა ამისა, გამოფენილი იქნება თბილისის ისტორიის მუზეუმში და ხელოვნების მუზეუმის ფონდებში დაცული მიხეილ კალაშნიკოვის შემოქმედების ნიმუშები. 
მიხეილ კალაშნიკოვის ნამუშევრები როგორც საქართველოში, ასევე რუსეთში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელოვანის, არქიტექტორის მემკვიდრეობის წარმოჩენას ემსახურება. მისი არქიტექტურა საქართველოსადმი დამოკიდებულების ის ნათელი მაგალითია, რომელიც ცხადყოფს არქიტექტურისა და ისტორიის ურთიერთკავშირს, ამ კავშირის უდიდეს მნიშვნელობას ქვეყნის ზოგად საისტორიო პროცესში. 

გამოფენის გახსნა:  8 ივნისი 2011 წ. 17:00 სთ. _ 20 ივნისამდე