სტატია: სვანეთის ნუმიზმატიკური საგანძური

წელი: 2020
პუბლიკაციის ტიპი: საგანმანათლებლო/პოპულარული
აღწერა:

პუბლიკაცია > მაია პატარიძე

 

მონეტა იურიდიული ხასიათის დოკუმენტია, რომლის მოჭრა სახელმწიფოს პრეროგატივაა, ამიტომაც, ამა თუ იმ რეგიონის პოლიტიკის, ეკონომიკისა და კულტურის ისტორიის შესწავლის კუთხით, ნუმიზმატიკური ძეგლებს სხვა წყაროებისგან განსხვავებით გარკვეული უპირატესობაც აქვთ სანდოობის და ობიექტურობის თვალსაზრისით. შესაბამისად, ნუმიზმატიკური კოლექციების შესწავლა პრიორიტეტულია ნებისმიერი მუზეუმისთვის. სვანეთის (მესტია, უშგული) მუზეუმში დაცული მონეტები და სამონეტო განძები ადგილობრივად არის აღმოჩენილი, რაც გამოარჩევს სვანეთის მუზეუმს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს სხვა მუზეუმებისგანაც.

დოკუმენტი: სვანეთის ნუმიზმატიკური საგანძური