ავანგარდი

წელი: 2020
პუბლიკაციის ტიპი: გამოფენის კატალოგები
აღწერა:

ავტორი: ნანა შერვაშიძე
გამოცემის წელი: 2016 

 

ავანგარდული ხელოვნება და კულტურა XX საუკუნის ინდუსტრიულ-ტექნოლოგიური სიახლეების ფონზე განვითარდა. ეს არის ხელოვნებაში ნოვაციების, მხატვრული სისტემებისა და თეორიების ჩასახვის ხანა. ერთმანეთისგან ვიზუალურად თუ კონცეპტუალურად სრულიად განსხვავებულ მიმდინარეობათა თანაარსებობა ავანგარდულ სახვით ხელოვნებას განსაკუთრებულ დინამიზმს ანიჭებს.

 

ილია ზდანევიჩისადმი მიძღვნილი გამოფენა „ავანგარდი/Avantgarde", შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში 2016 წელს გაიმართა. საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა ორენოვანი კატალოგი, რომელშიც მუზეუმის ავანგარდული ხელოვნების კოლექციის ისტორიასთან ერთად, პირველად სრულად არის დაბეჭდილი ილია ზდანევიჩისა და ნიკო ფიროსმანის ურთიერთობის ამსახველი დღიურები.

 

ელექტრონული ვერსია