საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1918-1921

წელი: 2020
პუბლიკაციის ტიპი:
აღწერა:

2018 წელს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშრებით, გამოიცა პუბლიკაცია "საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1918-1921". 

პუბლიკაცია შეიქმნა ქვეყნის წამყვანი სამეცნიერო-­კვლევითი დაწესებულებების ― საქართველოს ეროვნული მუ­ზეუმის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, საქართველოს ეროვნული არქი­ვის, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმისა და საბ­ჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის თანამშრომლობით.

წიგნში წარმოდგენილი დოკუმენტური მასალა თემატურ­-ქრონოლო­გიური პრინციპით მოგვითხრობს 1918 წლის 26 მაისს აღდგენილი ქართული სახელმ­წიფოს ისტორიას და გვაცნობს მისი განვითარების სხვადასხვა ასპექტს. 

 

იხილეთ პუბლიკაცია სრულად.

 

წიგნის ავტორი: ოთარ ჯანელიძე 

პროექტი განხორციელდა მთავრობის ადმინისტრაციის მხარდაჭერით.