იბერია - კოლხეთი #8

წელი: 2013
პუბლიკაციის ტიპი: სამეცნიერო ნაშრომები
აღწერა:

ჟურნალი იბერია-კოლხეთი, #8, 2012.

გამოვიდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიის ცენტრის სამეცნიერო სერიული ჟურნალის იბერია-კოლხეთი (საქართველოს კლასიკური და ადრემედიევური პერიოდის არქეოლოგიურ-ისტორიული კვლევანი) მორიგი მე-8 ნომერი.

იბერია-კოლხეთის კულტურული მემკვიდრეობის საველე-არქეოლოგიური ძიება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. აღმოჩენილია მრავალი ახალი არქეოლოგიური ძეგლი და ხელოვნების უნიკალური ნიმუში. წარმოებს არქეოლოგიური არტეფაქტების კომპლექსური კვლევა. ამ მონაცემების სამეცნიერო მიმოქცევაში შეტანა და პუბლიკაცია უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს, რაც ჟურ. "იბერია-კოლხეთის" (ISSN 1512.4207) ძირითადი მიზანია. აღსანიშნავია, რომ 2003-2011 წლებში გამოცემულმა ნომრებმა (##1- 7) სამეცნიერო წრეებში, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, გაცხოველებური ინტერესი გამოიწვია. ჟურნალში დაიბეჭდა გამოკვლევები ისტორია-არქეოლოგიის, ნუმიზმატიკის, გლიპტიკის, ტორევტიკის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ჟურნალის მიმართ დიდია უცხოელი მკვლევარების ინტერესი, რამდენადაც სტატიები იბეჭდება ქართულ (ინგლისური რეზუმეებით) და ინგლისურ ენაზე.

ჟურნალი შეგიძლიათ შეიძინოთ ეროვნული მუზეუმის წიგნების მაღაზიაში. ამასთანავე ჟურნალის სრული ვერსია განთავსებულია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებ გვერდზე:

 

იბერია - კოლხეთი #8, (pdf)

 

1. ელ-რესურსი (pdf)-გელა გამყრელიძე 

2. ელ-რესურსი (pdf)-გელა გამყრელიძე 

 

 

დოკუმენტი: იბერია - კოლხეთი # 8