ამ გვერდზე თქვენ გაეცნობით საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლების სამეცნიერო ნაშრომებს, ასევე სხვადასხვა ფონდებისა და სპონსორების მიერ მხარდაჭერით გამოცემულ ლიტერატურას.
სამაჯურები და საკისრე რკალები ანტიკურ საქართველოში. ძვ.წ. V-I საუკუნეები
ავტორი: ნანა გოგიბერიძე | რედაქტორი: იულონ გაგოშიძე
ავანგარდი
ილია ზდანევიჩისადმი მიძღვნილი გამოფენის „ავანგარდი/Avantgarde" ფარგლებში გამოიცა ორენოვანი კატალოგი ნანა შერვაშიძის ავტორობით.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1918-1921
2018 წელს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშრებით, გამოიცა პუბლიკაცია "საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1918-1921".
იბერია - კოლხეთი №15
გამოქვეყნდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური კვლევის ინსტიტუტის სამეცნიერო სერიული ჟურნალის "იბერია-კოლხეთი" (საქართველოს კლასიკური და ადრემედიევური პერიოდის არქეოლოგიურ-ისტორიული კვლევანი) მორიგი მე-15 ნომერი. 2019 წ. (რედაქტორი - გელა გამყრელიძე).
ჟურნალი „მუზეუმი
მოხარული ვარ წარმოგიდგინოთ მუზეუმის ჟურნალის ახალი ნომერი, რომელშიც შევეცადეთ თავი მოგვეყარა ყველა იმ მიმართულებისთვის, რომელიც ჩვენი დაწესებულების მრავალფეროვნებას ასახავს და, რა თქმა უნდა, ეროვნულ ღირებულებებსა და ტრადიციებზეა დაფუძნებული.
ინტერვიუ ჟან-ფრანსუა მილუსთან და სიუზან ოგთან
„არქიტექტურა როგორც სივრცის ორგანიზების ხელოვნება".
მუზეუმის ჟურნალი #5, 2019
ავტორი: ლიზა მეფარიშვილი, ნათია ხულუზაური
კოლხეთის ბრინჯაოს წარმოების ისტორიისათვის
ნაშრომში განხილულია წინაისტორიული და ისტორიული კოლხეთის ბრინჯაოს წარმოების წარმოქმნა-განვითარების პრობლემური საკითხები. ავტორები: გივი ინანიშვილი და ლერი ჯიბლაძე. 2019 წელი.
Yerevan Khanate
ნაშრომი ერევნის სახანოს ისტორიასა და მის კულტურულ მემკვიდრეობაზე მოგვითხრობს.
ავტორი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ელდარ ნადირაძე. 2019 წელი.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოამბე
საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოამბის 2018 წლის გამოცემა.
წიგნი-ალბომი „კირილე ზდანევიჩი (1892-1969). ცხოვრება და შემოქმედება
წიგნი გამოიცა საქართველოს ეროვნული მუზეუმის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და თბილისის მერიის ერთობლივი პროექტის ფარგლებში. წიგნის კონცეფციის ავტორი: ნანა შერვაშიძე / 2018 წელი