საბუკო მუზეუმში: ფრინველების მიგრაცია

19 ოქტომბერი 2021
Share

23 ოქტომბერს, 14:00 საათზე, "საბუკო" და ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ საგანმანათლებლო პროგრამას "ფრინველების მიგრაცია".

შემოდგომისას მილიონობით ფრინველი სამხრეთისაკენ მიგრირებს. ამ პროცესზე დაკვირვება შთამბეჭდავია, თუმცა ფრინველებისთვის ეს მოგზაურობა გამოწვევებითაა სავსე. ამ გამოწვევების გამოსაცდელად მონაწილეებს ვიწვევთ მუზეუმში.

ბავშვების ასაკი: 6 წლიდან და ზემოთ
ხანგრძლივობა: დაახლოებით 2 საათი

მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.
გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგრამის ღირებულება: მონაწილე გადაიხდის მხოლოდ მუზეუმში შესასვლელი ბილეთის საფასურს

მუზეუმში ვიზიტამდე გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები.

კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაციის ცვლილების მიხედვით, პროგრამა შეიძლება შეიცვალოს.