- განათლება
- ჩვენი პროგრამები
საუბრები ეროვნულ გალერეაში: „შალვა ქიქოძე - 100 წელი გარდაცვალებიდან"
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გრძელდება საგანმანათლებლო პროექტი - „საუბრები ეროვნულ გალერეაში".
პროგრამის ფარგლებში, ყოველ შაბათს, ეროვნულ გალერეაში გაიმართება ლექციები მოზარდთა და უფროსი ასაკის აუდიტორიისთვის.
მომდევნო შეხვედრა გაიმართება თემაზე: „შალვა ქიქოძე - 100 წელი გარდაცვალებიდან".
ლექციას გაუძღვება ხელოვნებათმცოდნე მაკა ბეჟუაშვილი.
შეხვედრის დრო: შაბათი, 3 ივლისი, 2021 | 13:00
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია.
გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 577 711 027
მისამართი: თბილისი, ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11 (შესასვლელი 9 აპრილის ბაღიდან).
მონაწილეობა თავისუფალია.