საბუკო მუზეუმში: ნისკარტი - ფრინველთა უნივერსალური იარაღი

21 ნოემბერი 2019
Share

საბუკო გთავაზობთ მორიგ ვორქშოფს ფრინველთა ნისკარტების შესახებ.

ჩიტის ნისკარტი უნიკალური და მრავალფუნქციური იარაღია. ის ფრინველებს ეხმარება საკვების მოპოვებასა და შეგროვებაში, კომუნიკაციაში, ბუმბულების მოვლაში, საცხოვრებელი არეალის დაცვაში და მეტოქეებზე თავდასხმაში.

ნისკარტის ფორმა ძირითადად მიუთითებს თუ რა სახის საკვებით იკვებება ესა თუ ის ფრინველი. ნისკარტები დროთა განმავლობაში იცვლებოდა, რათა მორგებოდა იმ გარემოს, რომელშიც ფრინველებს საკვების მოპოვება და თავის გატანა უხდებოდათ.

შემოგვიერთდი მუზეუმში 27 ნოემბერს, 11:00-დან 13:00 საათამდე, ვითამაშოთ და ერთად გავიგოთ უფრო მეტი!
პროგრამის ღირებულება: მონაწილე გადაიხდის მხოლოდ მუზეუმში შესასვლელი ბილეთის საფასურს.

*10 და მეტი ბავშვის მონაწილეობის შემთხვევაში, გთხოვთ, წინასწარ შეგვატყობინოთ: მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი: 293 16 52;
გვანცა ბრაგვაძე (საბუკო) - 698 00 88 39.

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზ. 3