- განათლება
- ჩვენი პროგრამები
აღდგომა და სააღდგომო ტრადიციები
2015 წლის 17 მარტიდან სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი გთავაზობთ პროგრამას „აღდგომა და სააღდგომო ტრადიციები".
პროგრამის ფარგლებში ბავშვები გაეცნობიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სააღდგომო წეს-ჩვეულებებს. მათ შორის:
- როგორ ხვდებოდნენ აღდგომას ქართველი მეფეები.
- როგორი იყო საქართველოში აღდგომის აღნიშვნის ძველი ხალხური ტრადიციები და რა შემორჩა დღეს.
- როგორ ემზადება მსოფლიო აღდგომის შესახვედრად და როგორ ზეიმობს ამ დღესასწაულს სხვადასხვა ქვეყანა.
- რატომ ითვლება სააღდგომო სუფრის აუცილებელ ატრიბუტებად კვერცხი, პასკა, ჯეჯილი და რა სიმბოლური მნიშვნელობა აქვს მათ.
- რომელია იერუსალიმში აღდგომასთან დაკავშირებული წმინდა ადგილები.
- როგორ აისახა აღდგომის დღესასწაული ქრისტიანულ ხელოვნებაში.
- ვინ არის კარლ ფაბერჟე და რა ადგილი უჭირავს მის შემოქმედებაში აღდგომის თემას.
პროგრამა გაფორმებული იქნება მრავალფეროვანი აუდიო-ვიზუალური მასალით. ლექციის დასასრულს ბავშვები ჩაერთვებიან საინტერესო და სახალისო აქტივობაში.
პროგრამა განკუთვნილია 6-13 წლის ასაკის მოსწავლეთათვის.
ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 10-20 მოსწავლე.
დასაწყისი: შეთანხმებით.
პროგრამის ხანგრძლივობა: 90 წუთი.
პროგრამა ჩატარდება: სამშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
პროგრამის ღირებულება: 5 ლარი.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია!
ტელ: 2 93 16 52; მობ: 599 60 41 12, 574 44 04 84, 595 54 62 33.
მისამართი: შოთა რუსთაველის გამზირი #3.