- განათლება
- ჩვენი პროგრამები
საგანმანათლებლო პროგრამა ,,ქართული საგალობლები"
2014 წლის 1 ოქტომბერს 12:00-დან 16:00 საათამდე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი გიწვევთ საგანმანათლებლო პროგრამაზე – ,,ქართული საგალობლები”. აღსანიშნავია, რომ 1 ოქტომბერი იუნესკოს მიერ მუსიკის საერთაშორისო დღედ არის გამოცხადებული.
პროგრამის მონაწილეები გაეცნობიან ქართული საგალობლების ისტორიას, მის მოამაგეებსა და გადამრჩენლებს, ნახავენ მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმს “გალობის რაინდები” (რეჟისორი ნანა ჯანელიძე), მოისმენენ ქართულ საეკლესიო საგალობლებს და დაათვალიერებენ ქართული შუა საუკუნეების ჭედური ხელოვნების უნიკალურ კოლექციას. გაიმართება ინეტრაქტიური საუბრები ქართული საგალობლების შესახებ.
პროგრამა განკუთვნილია 8 - 12 წლის მოსწავლეთათვის.
რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით: 599 75 78 71; 293 16 52