- განათლება
- ჩვენი პროგრამები
საჯარო ლექციათა ციკლი – ექვთიმე თაყაიშვილი
საქართველოს ეროვნული მუზეუმი ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში 2014 წლის 7 თებერვლიდან 3 აპრილის ჩათვლით გთავაზობთ საჯარო ლექციათა ციკლს.
ლექციები გაიმართება მუზეუმის საგამოფენო დარბაზებში.
ლექციათა კალენდარი და მომხსენებელთა სია
7 თებერვალი - ,,ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა", მომხსენებელი ანთროპოლოგიის დოქტორი მერაბ მიქელაძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომელი.
13 თებერვალი - „ძველი საქართველოს მონუმენტური მხატვრობა და მისი მოამაგენი“, მომხსენებელი ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ნინო ჩიხლაძე, ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის მონუმენტური მხატვრობის ფონდის კურატორი.
20 თებერვალი - „არის თუ არა საქართველო კულტურული ვაზისა და ხორბლის სამშობლო?!“ მომხსენებელი ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პალეო ბოტანიკოსი ნანა რუსიშვილი, ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი,
27 თებერვალი - „ქართული ცივილიზაციის სათავეებთან“ (ენეოლოთიდან გვიან ბრინჯაოს ხანამდე) - მომხსენებელი ზურაბ მახარაძე, ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ცენტრის უფროსი.
6 მარტი - „განძი ვანის ნაქალაქარიდან და საქართველო წელთაღრიცხვათა მიჯნაზე”- მომხსენებელი პროფესორი დიმიტრი ახვლედიანი, ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი.
13 მარტი -„უძველესი თბილისი და არქეოლოგიური კვლევა-ძიებების შედეგები“ -
მომხსენებელი პროფესორი მიხო აბრამიშვილი, ეროვნული მუზეუმის კურატორი.
20 მარტი - ,,ანტიკური პერიოდის არტეფაქტები და მათი კავშირი შუა საუკუნეების ტიხროვანი მინანქრის ტექნოლოგიასთან” - მომხსენებელი რესტავრატორი ერმილე მაღრაძე, ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის საგანძურის ფონდის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი.
27 მარტი - „ძველი საქართველო და ანტიკური სამყარო“ -მომხსენებელი დარეჯან კაჭარავა, ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ფონდების კონსერვატორი.
3 აპრილი - „საქართველოს არქეოლოგია და რელიგიური რწმენა-წარმოდგენები ქრისტიანობის შემოსვლამდე“ -მომხსენებელი ნინო ლორთქიფანიძე, ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი.
ჩატარების დრო: 15:00 საათი.
ლექციებზე დასწრება თავისუფალია!
ლექციები გაიმართება სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში, შოთა რუსთაველის გამზირი 3.
ქალბატონი ნინო ჩიხლაძის ლექცია „ძველი საქართველოს მონუმენტური მხატვრობა და მისი მოამაგენი“ გაიმართება შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის საგამოფენო დარბაზში. მისამართი: ლადო გუდიაშვილის ქუჩა 1.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 2 931652 საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი.