ნიკო ფიროსმანის გამოფენა კიევში

05 აპრილი 2006 – 14 ივნისი 2006

2006 წლის 5 აპრილს უკრაინის ეროვნულ სამხატვრო მუზეუმში გაიხსნა ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა, რომელიც გაგრძელდა ა/წ 14 მაისამდე. გასული წელი უკრაინაში საქართველოს წლად იყო გამოცხადებული, რომლის დასკვნით ეტაპსაც ნიკო ფიროსმანის გამოფენა წარმოადგენს.

გამოფენაზე ფიროსმანის 35 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი, რომლებიც საქართველოს ეროვნული მუზეუმის შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმშია დაცული.

აღნიშნული გამოფენა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქართული კულტურისა და კერძოდ, ფიროსმანის შემოქმედების პოპულარიზაციისათვის. გამოფენას თან ახლდა სამენოვანი (ქართულ, უკრაინულ და ინგლისურ ენებზე), მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე დამზადებული კატალოგი.

ექსპონატების გადაზიდვას უზრუნველყო უმსხვილესმა გადამზიდავმა კომპანია "კუნსტტრანს-კიევიმა". სადაზღვეო კომპანია იყო "კრედო კლასიკი". სადაზღვევო თანხის ღირებულება შეადგენდა 41 200 000 (ორმოცდაერთი მილიონ ორასი ათას) აშშ დოლარს.    

ორგანიზატორები: საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საქართველოს საელჩო უკრაინაში, უკრაინის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო, უკრაინის ეროვნული სამხატვრო მუზეუმი.