ნიკო ფიროსმანაშვილი - 160

21 ოქტომბ. 2022 – 21 ნოემბერი 2022

ეროვნული გალერეა

ნიკო ფიროსმანაშვილის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით,დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა წარმოგიდგენთ ნიკო ფიროსმანაშვილის განახლებულ გამოფენას.

გამოფენას ეთმობა ეროვნული გალერეის ცენტრალური საგამოფენო სივრცე /3 დარბაზი/. ექსპოზიციისთვის შეირჩა მხატვრის 34 ნამუშევარი შალვა ამირანაშვილის სახელობის სახელმწიფო ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან.

გამოფენას თან ახლავს განახლებული შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამა.

გამოფენის გახსნა  21.10 2022, 16.00

გამოფენის ხანგრძლივობა 21.10.2022  -  21.11.2022