მერაბ კოპალეიშვილის ნამუშევრების გამოფენა ,,პაპიე-მაშე“

12 მარტი 2022 – 28 მარტი 2022

თბილისის ისტორიის მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმი, წარმოგიდგენთ მერაბ კოპალეიშვილის ნამუშევრების გამოფენას, სახელწოდებით ,,პაპიე-მაშე“.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება პაპიე-მაშეს ტექნიკით შესრულებული ნამუშევრები - ფერადი ქანდაკებები. ეს ტექნიკა, საშუალებას აძლევს ავტორს, აქცენტი გააკეთოს არა მხოლოდ ფორმაზე, არამედ ფერზე, რაც მისთვის ახალ შესაძლებლობას ქმნის: ზოგიერთი ამ ნამუშევრებიდან უფრო მეტად ფერწერულია, ვიდრე ფორმის პლასტიკაზე  ორიენტირებული, ხოლო ზოგიერთი მათგანი კი პირიქით, უფრო მკვეთრად გამოხატული ქანდაკებაა, ვიდრე ფერწერა.

ეს ორმხრივი შესაძლებლობაა, რაც მერაბ კოპალეიშვილის ნამუშევრებს მაქსიმალურად ფართო თემატურ და ფორმისეულ სივრცეს უტოვებს და რაც კარგად ჩანს, წარმოდგენილ ექსპოზიციაში. გამოფენა წარუდგენს ფართო საზოგადოებას პაპიე-მაშეს ტექნიკის უჩვეულოდ ცოცხალ, საინტერესო მაგალითს, სითბოსა და პოზიტიურ ხედვაში გამოკვეთილი სამყაროს ცალკეულ ფრაგმენტებს, საგნებს, მოვლენებს, ცხოველებს და ადამიანებს.

გამოფენის გახსნა: 12 მარტი, 2022 | 15:00
გამოფენის ხანგრძლივობა: 12 მარტი – 28 მარტი, 2022
მისამართი: თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8

რეკომენდაციები ვიზიტორებისთვის.