არტისტერიუმი 2021

12 ნოემბერი 2021 – 20 ნოემბერი 2021

ეროვნული გალერეა

12-20 ნოემბერს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა წარმოგიდგენთ თანამედროვე ხელოვნების თბილისის მე-14 საერთაშორისო გამოფენას.

პროექტი „ტრილოგია TBQ"

TBQ
მკვდრეთით აღდგომა და სიკვდილი შაჰარ მარკუსისა და ნეზაკეტ ეკიჩის ნამუშევრების ორი პოლუსია. მხატვრები ცდილობენ გააცოცხლონ და სული ჩაბერონ მოსაწყენ პეიზაჟებს. ისინი მონაცვლეობით მარხავენ ორგანულ მასალებს და საკუთარ სხეულებსაც კი. მათ ქმედებებში - ერთდროულად საზეიმოსა და ასკეტურში, ფიზიკურსა და მეტაფიზიკურში, ცოცხალი არსება მონაწილეობს. დაქანცულები, დაზიანებული, სისხლმდენი სხეულებით, ისინი ზედაპირულის და იდუმალის ზღვარზე დგანან.


ტრილოგიაში შემავალ სამ ფილმში, /"გენიზა", „სიცოცხლის ზღვა", „ლა სკალა"/, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაშია გადაღებული - იერუსალიმის გარეუბანში, სტამბოლსა და რომში - მარკუსი და ეკიჩი ებრაული, მუსულმანური და ქრისტიანული ტექსტების განწმენდის რიტუალებს ასრულებენ და ხმარებიდან ამოღებული წმინდა ტექსტების განკარგვის ცერემონიების თანამედროვე ინტერპრეტაციებს გვთავაზობენ.

ნეზაკეტ ეკიჩი www.ekici-art.de
შაჰარ მარკუსი www.shaharmarcus.com
დრორიტ გურ არი www.petachtikvamuseum.com/en/

გამოფენის კურატორი დრორიტ გურ-არი (ისრაელი).
პროექტის მხარდამჭერია ARTIS. www.artis.art

არტისტერიუმი 2021 - ფარგლებში გაიმართება საუბრები მხატვრებთან

11 ნოემბერი, ხუთშაბათი
13:00 – 14:00 – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტების შეხვედრა მხატვარ მანუჩარ ოქროსცვარიძესთან.

12 ნოემბერი, პარასკევი
13:00 – 14:00 – „კოსტუმში ჩაცმული ხელოვნება“, შაჰარ მარკუსის (ისრაელი) ლექცია თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტებისთვის.

13 ნოემბერი, შაბათი
13:00 – 14:00 – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტების შეხვედრა მხატვარ კოტე სულაბერიძესთან.

14 ნოემბერი, კვირა
13:00 – 14:00 – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტების შეხვედრა მხატვარ ლუკა ზაუტაშვილთან.

16 ნოემბერი, სამშაბათი
13:00 – 14:00 – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტების შეხვედრა მხატვარ კონსტანტინე მინდაძესთან. 

მისამართი: დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11.

რეკომენდაციები ვიზიტორებისთვის