იმედის ფერები

27 ნოემბერი 2014 – 03 დეკემბერი 2014

ხელოვნების მუზეუმი

2014 წლის 27 ნოემბერს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გიწვევთ ფილიპინელი ფერმწერის პანჩო პიანოს ნამუშევრების გამოფენაზე სახელწოდებით ,,იმედის ფერები".

პანჩო პიანო ქმნის როგორც ფერწერულ ტილოებს, ისე-ვიტრაჟებს. მისი კომპოზიციები სხვადასხვა ფილიპინურ მითებზე არის აგებული. მისი ნამუშევრებით გაფორმებულია არაერთი სახელმწიფო და კერძო ინსტიტუციის ინტერიერი. მხატვარს მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ ნაციონალურ და საერთაშორისო გამოფენაში.

ექსპოზიციის ფარგლებში, 3 დეკემბერს 16:00 საათზე ქართველი პოეტი ბარსელი საათნახევრის განმავლობაში წაიკითხავს თავის ნაწარმოებებს, რომელთა მიხედვითაც პანჩო პიანო აუდიტორიის წინაშე შექმნის მხატვრულ ნამუშევარს.

პროექტის მიზანია წარმოაჩინოს საქართველოსა და ფილიპინებს შორის არსებული მეგობრული დამოკიდებულება. გამოფენა იმართება საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და საქართველოში ფილიპინების საკონსულოს ეგიდით.

გამოფენა 4 დეკემბრამდე გაგრძელდება.

მისამართი: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ლადო გუდიაშვილის ქუჩა 1.