მხატვართა კავშირის 80 წლის იუბილე

20 სექტემბ. 2013 – 10 ოქტომბ. 2013

ეროვნული გალერეა

2013 წლის 20 სექტემბერს 17:00 სათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა საქართველოს მხატვართა კავშირის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენას მასპინძლობს.   

საქართველოს მხატვართა კავშირი 1933 წელს ცნობილი მხატვრის, დიმიტრი შევარდნაძის ინიციატივით დაფუძნდა. მას შემდეგ შეიქმნა კავშირები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. დღეს ის 1700-ზე მეტ მხატვარს და ხელოვნებათმცოდნეს აერთიანებს.

გამოფენაში მონაწილეობას 100-ზე მეტი ხელოვანი მიიღებს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება როგორც მოქმედი ცნობილი მხატვრების, ასევე მხატვართა კავშირის გარდაცვლილი წევრების  200-ზე მეტი გრაფიკული, ფერწერული და სკულპტურული ნამუშევარი.

გამოფენის ორგანიზატორები არიან: საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საქართველოს მხატვართა საერთაშორისო შემოქმედებითი კავშირის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

გამოფენა გაგრძელდება 10 ოქტომბრის ჩათვლით.

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11.