ნათელი სოფლისა

10 სექტემბ. 2013 – 03 ოქტომბ. 2013

ხელოვნების მუზეუმი

2013 წლის 10 სექტემბერს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი წარმოგიდგენთ მიხეილ მჭედლიშვილის ნაქარგი ხატების გამოფენას „ნათელი სოფლისა".

მხატვარ-გრავიურისტი მიხეილ მჭედლიშვილის ნამუშევრები ერთი შეხედვით დაფაზე დაწერილ ხატებს ჰგავს, თუმცა საღებავების ნაცვლად ავტორი იყენებს აბრეშუმს, როგორც ძირითად მასალას, რაც დამატებით ამდიდრებს ნამუშევრებს ფერებით.

მიხეილ მჭედლიშვილის ნამუშევრები დაცულია როგორც საქართველოს აგრეთვე საზღვარგარეთის კერძო კოლექციებში. იგი არის არაერთი ჯილდოს მფლობელი. სხვადასხვა წლებში მიხეილ მჭედლიშვილის არაერთი პერსონალური გამოფენა გაიმართა თბილისსა და მოსკოვში.

გამოფენა ,,ნათელი სოფლისა", რომელზეც წარმოდგენილი იქნება მიხეილ მჭედლიშვილის 43 ნამუშევარი 3 ოქტომბრამდე  გაგრძელდება.

მისამართი: შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ლადო გუდიაშვილის ქ.1.