“ვაკუუმი” სიცარიელის ვიზუალიზაცია კოკა რამიშვილის მხატვრობაში

10 ნოემბერი 2022 – 02 დეკემბერი 2022

ეროვნული გალერეა

კოკა რამიშვილი უახლესი ქართული ხელოვნების მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. მისი შემოქმედება პოსტ-საბჭოთა პერიოდის ურთულესი ძვრების ფონზე ჩამოყალიბდა და თავიდანვე გამოირჩეოდა რეფლექსიურობით, რთული კონტექსტის შესატყვისი ფორმებისა და მათი შესაბამისი მედიუმების ზუსტი შერჩევით. ის მკვლევარი მხატვარია და ყოველთვის ორიგინალურ კავშირებს პოულობს კონკრეტულ პრობლემასა და აბსტრაგირებულ მსჯელობას შორის.

“ვაკუუმი” რთული, უხილავ ფსიქო-ემოციურ აქცენტებზე აგებული ექსპოზიციაა და მიუხედავად იმისა, რომ ახალ ნამუშევრებთან ერთად წინა წლებში განხორციელებული რამდენიმე პროექტის მოტივი იყრის ერთად თავს, ის არ გულისხმობს რეტროსპექტიულ ფორმატს. როგორც თავად ავტორი ამბობს, ამ გამოფენაზე მუშაობისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ინტიმურობის ატმოსფეროს კონსტრუირება, რაც განსაკუთრებით მძაფრად გადმოიცა ვიდეო ინსტალაციაში “ადამიანები სიყვარულის განცდისას”.


კოკა რამიშვილის პროექტს წარადგენს "Window Project"-ი,

10/11/2022 15:00-02/12/2022 18:00

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა