კოტე ჯინჭარაძის გამოფენა - ხედვის წერტილები ჩაკეტილ სივრცეში

29 სექტემბ. 2022 – 13 ოქტომბ. 2022

ეროვნული გალერეა

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა

29.09-13.10

გახსნა: 29 სექტემბერი 17:00

„ხედვის წერტილები ჩაკეტილ წრეებში“ წარმოადგენს  კოტე ჯინჭარაძის   ნამუშევრების რესტროსპექტივას, აჯამებს  შემოქმედების, ძიებების და კვლევების 35 წლიან პერიოდს საუკუნეების მიჯნაზე 1987- დან 2022 წლამდე. 

მხატვარი გვთავაზობს ერთგვარ ექსკურსია მოგზაურობას  სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა ქალაქების გალერეებსა თუ საგამოფენო დარბაზებში, სხვადასხვა შენობებსა თუ ურბანულ სივრცეებში, ბუნების სხვადასხვა ლადშაფტებში განხორციელ პროექტებსა თუ ცალკეულ ნამუშევრებს.

მულტიმედიური  გამოფენა ეროვნული გალერეის ერთ სივრცეში აერთიანებს სხვადასხვა მედიუმებში, სხვადასხვა ვიზუალურ საშუალებებით შესრულებულ ნამუშევრებს, მხატვრის რეაქციას თანამედროვე ადამიანის ეგზისტენციურ განცდებზე, შეგრძნებებზე, მის რეფლექსიას დღევანდელი სამყაროში მიმდინარე მოვლენებზე.