- გამოფენები
- მიმდინარე გამოფენები
მიხეილ სვანიძის ინსტალაცია
17 ნოემბერი 2021 – 01 სექტემბ. 2022
12 ნაჭრისგან შემდგრი კულტურული ხერხემალი პროექტის “18 მხატვრის ინტერვენცია კულტურის სამინისტროში“ ფარგლებში შეიქმნა. პროექტი მიზნად ისახავს კულტურის სამინისტროს, როგორც ინსტიტუციის პოზიციას - ღიაობას თანამედროვე ხელოვნების მიმართ და მისი აქტუალობის წარმოჩენას.
საზოგადოებასთან კოლაბორაციის მიზნით, ნამუშევარი დროებით გამოიფინა ეროვნული გალერეის ეზოში. თანამედროვე ქანდაკებაზე შესაძლებელია სურვილისამებრ დაწერა, ან - დახატვა, რაც პირდაპირ უკავშირდება ავტორის კონცეფციას ნამუშევრის შექმნაში ფართო საზოგადოების, მათ შორის ბავშვების ჩართულობასა და თანაავტორობას.
მასალა: ბოჭკოვანი მინა, პოლიესტერი.
სიგრძე: 17 მ.
კურატორი: ალექსანდრა გაბუნია
გამოფენის ხანგრძლივობა: 27.11.2021 - 01.09.2022
მისამართი: დ.შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11.