სიღნაღის მუზეუმის მუდმივმოქმედი ექსპოზიცია

19 დეკემბერი 2007 – 19 მაისი 2025

სიღნაღის მუზეუმი

სიღნაღის მუზეუმი დაარსდა 1947 წელს, როგორც ქიზიყის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. 2007 წელს სიღნაღის მუზეუმი საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაერთიანებას შეუერთდა. შენობა განახლდა თანამედროვე სამუზეუმო სტანდარტების შესაბამისად,  შეივსო მუზეუმის ფონდები და მოეწყო ახალი ექსპოზიციები.

მუზეუმის პირველ სართულზე წარმოდგენილია არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული და შუა-საუკუნეების ამსახველი გამოფენები, ხოლო მეორე სართული ეთმობა ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების მუდმივმოქმედ ექპოზიციას.

სიღნაღის მუზეუმის კოლექცია მდიდარია ქსოვილთა ნიმუშებით, სასოფლო-სამეურნეო და მეღვინეობის კულტურის ამსახველი მასალით. აღსანიშნავია ენეოლითური, ადრებრინჯაოს თუ გვიანი ბრინჯაოს ხანის თიხის ჭურჭელი, საბრძოლო იარაღები, საკულტო თუ საყოფაცხოვრებო დანიშნულების არტეფაქტები. მუზეუმი მდიდარია ნუმიზმატიკური, ფოტო და დოკუმენტური კოლექციებით. ფონდებში ასევე დაცულია სიღნაღის ქალაქური ყოფისათვის დამახასიათებელი მდიდარი სამუზეუმო მასალა - ოქრომჭედლობის ნიმუშები, ხელოსნობის სხვადასხვა დარგის სამუშაო იარაღები, მუსიკალური საკრავები და სხვა.

მისამართი: სიღნაღის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი, სიღნაღი, შოთა რუსთაველის ჩიხი 8