ბოლნისის მუზეუმი
14 ნოემბერი 2020 – 16 იანვარი 2022

საქართველოში მოღვაწე გერმანელი მხატვრები

ბოლნისის ახალი მუზეუმის დროებითი საგამოფენო სივრცე XIX-XX საუკუნეებში საქართველოში მოღვაწე გერმანელი მხატვრების გამოფენას მასპინძლობს.
23 ივლისი 2020 – 23 ივლისი 2025

ბოლნისის მუზეუმის მუდმივმოქმედი ექსპოზიცია

ბოლნისის განახლებულ მუზეუმში კლასიკური სამუზეუმო მეთოდიკითა და თანამედროვე ტექნოლოგიების სინთეზით წარმოდგენილია რეგიონის ბიო-კულტურული მრავალფეროვნების ისტორია და მისი კავშირი გლობალურ პროცესებთან.
Share

 

17 მაისი 2022

ბოლნისის მუზეუმის საერთაშორისო აღიარება!

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ბოლნისის მუზეუმი ევროპის მუზეუმების ფორუმის მიერ დასახელდა კონკურსის - "ევროპის წლის მუზეუმი - 2022" ფინალურ ნომინანტად.
07 დეკემბერი 2021

ბოლნისის მუზეუმი ევროპის წლის საუკეთესო მუზეუმებს შორისაა ნომინირებული

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ბოლნისის ახალი მუზეუმი ევროპის მუზეუმების ფორუმის მიერ კონკურსის - ,,ევროპის წლის მუზეუმი - 2022" ფინალურ ნომინანტად დასახელდა.    
20 ნოემბერი 2021

საგანმანათლებლო პროგრამა - „კულტურა, მემკვიდრეობა და განათლება მუზეუმში“

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო დეპარტამენტი აგრძელებს პროგრამას „კულტურა, მემკვიდრეობა და განათლება მუზეუმში“ ექსეტერის უნივერსიტეტთან (დიდი ბრიტანეთი) პარტნიორობით და ხელოვნების და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კვლევის საბჭოს დაფინანსებით (AHRC). პროგრამა ხორციელდება პროექტის - „საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა საქმიანობაში მონაწილეობის გაფართოება და ხელმისაწვდომობის გაზრდა“ ფარგლებში.
21 ოქტომბერი 2021

ფინურ-კავკასიურ შემოქმედებით ფორუმი

შემოქმედებითი კავკასია წარმოგიდგენთ ფინურ-კავკასიურ შემოქმედებით ფორუმს ბოლნისის მუზეუმში. პროექტი აერთიანებს კულტურის და შემოქმედებით ინდუსტრიებში მოღვაწე ქალ ხელოვანებს, მეწარმეებს და კულტურის მენეჯერებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან და ფინეთიდან. ფორუმი წარმოადგენს გამოცდილების გაზიარების, განვითარებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის პლატფორმას.
14 ივლისი 2021

შემეცნებითი გაკვეთილი ბოლნისის მუზეუმში

ბოლნისის მუზეუმში, ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზებით, ბოლნისის სამხატვრო სტუდიის „ოპიზარი“ მოსწავლეებისთვის გაიმართა შემეცნებითი გაკვეთილი - “გერმანელების დასახლებები და საქართველოში მოღვაწე გერმანელი მხატვრები“
06 ივლისი 2021

ტრენინგი - “მუზეუმი, როგორც განათლების კერა”

6 ივლისს, ბოლნისის მუზეუმში, ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო დეპარტამენტის ორგანიზებით, ჩატარდა ტრენინგი - “მუზეუმი, როგორც განათლების კერა”.
18 მაისი 2021

გოეთეს ინსტიტუტის მედიათეკის და გამოფენის „საქართველოში მოღვაწე გერმანელი მხატვრები“ პრეზენტაცია

18 მაისს, მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ბოლნისის მუზეუმში, რომელიც რეგიონის ტურისტულ-საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენს, მედიათეკის და გამოფენის „საქართველოში მოღვაწე გერმანელი მხატვრები“ პრეზენტაცია გაიმართა.
14 ნოემბერი 2020

ონლაინ გასაფერადებლები ბავშვებისთვის

ეროვნული მუზეუმი აქციის „ღამე მუზეუმში" ფარგლებში, გთავაზობთ გასაფერადებლების ახალ სერიას ბავშვებისთვის, რომელიც მომზადდა ბოლნისში წარმოდგენილი დროებითი გამოფენის "გერმანელი მხატვრები საქართველოში" ირგვლივ. 
25 სექტემბერი 2020

ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა 2020“

ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა 2020“ 25 სექტემბერს, ბოლნისის მუზეუმში, ეროვნული სასახლისა და კულტურის და განათლების ფონდის მიერ დაარსებული ახალგაზრდული კინოფესტივალის მე-3 გამოშვების ფარგლებში, ჩატარდა საგანმანათლებლო პროგრამა „თაობის აკადემია“, რომელშიც თბილისელი სტუდენტები და ადგილობრივი ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.
19 სექტემბერი 2020

ბოლნისის მუნიციპალიტეტს ვიურტემბერგის მხარის ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსი, დოქტორი ფრანკ ოტფრიდ იული ეწვია

ვიზიტის ფარგლებში, ეპისკოპოსმა ბოლნისის ახალი მუზეუმი და ძველი გერმანული უბნები დაათვალიერა. ეპისკოპოსმა, დელეგაციის სხვა წევრებთან, ვიურტემბერგის მხარის საეკლესიო მრჩეველ კლაუს რიტთან, საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოს მარკუს შოხთან და პასტორ ირინა სოლეისთან ერთად ყოფილი სომხური სკოლის სარეაბილიტაციაო სამუშაოებიც მოინახულა, სადაც ქართულ-გერმანული კულტურის ცენტრის გახსნა იგეგმება.
09 სექტემბერი 2020

ბოლნისის მუზეუმმა ქვემო ქართლში მცხოვრებ აზერბაიჯანელ მოსწავლეებს უმასპინძლა

9 სექტემბერს, ბოლნისის ახალმა მუზეუმმა ქვემო ქართლში მცხოვრებ აზერბაიჯანელ მოსწავლეებს უმასპინძლა. მოსწავლეებს შეხვდნენ ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და თურქეთის რესპუბლიკის ელჩი ფათმა ჯერენ იაზგანი.
07 აგვისტო 2020

ქვემო ქართლის სახელოსნოების გზამკვლევის პრეზენტაცია

7 აგვისტოს საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის ორგანიზებით და USAID Zrda Activity in Georgia პროექტის ფინანსური ხელშეწყობით, პროექტის „ქვემო ქართლის რეწვის ოსტატების ბიზნეს უნარების გაძლიერება“ ფარგლებში გაიმართა ქვემო ქართლის სახელოსნოების გზამკვლევის პრეზენტაცია ბოლნისის ახლადგახსნილ მუზეუმში.
Share

ბოლნისის ახალი მუზეუმი

ქვემო ქართლის საგანმანათლებლო, ტურისტული და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი

ბოლნისის მუზეუმი წარმოადგენს XXI საუკუნის რეგიონული მუზეუმის და ზოგადად ახალი ეკოსისტემის მოდელს - აქ არის მეცნიერების, კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სხვადასხვა სეგმენტის თანაარსებობა ერთ სივრცეში.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სამუზეუმო შენობაში წარმოდგენილია მუდმივმოქმედი ექსპოზიცია და ასევე, დროებითი საგამოფენო სივრცე. თანამედროვე ინფრასტრუქტურამ საშუალება მოგვცა უახლესი სტანდარტების დაცვით მოგვეწყო ფონდები, სამეცნიერო ლაბორატორიები, აუდიტორია, ბიბლიოთეკა-მედიათეკა და საზოგადოებრივი სივრცეები (კაფე, მუზეუმის მაღაზია, ღია ვერანდა). 

საექსპოზიციო სივრცეებში სამეცნიერო მნიშვნელობის არქეოლოგიური მასალა და ხელოვნების ნიმუშებია გამოფენილი, ძირითადად საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებიდან და ასევე, ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმიდან. 

ბოლნისის განახლებულ მუზეუმში კლასიკური სამუზეუმო მეთოდიკითა და თანამედროვე ტექნოლოგიების სინთეზით წარმოდგენილია რეგიონის ბიო-კულტურული მრავალფეროვნების ისტორია და მისი კავშირი გლობალურ პროცესებთან.

მუზეუმის ექსპოზიცია წარმოაჩენს ქვემო ქართლის ისტორიას, რეგიონის უნიკალურობას და საქართველოს როგორც მსოფლიოს ერთიანი სისტემის ნაწილს მრავალი მიმართულებით: რეგიონის ბუნების მრავალფეროვნება, ადრეული ჰომინიდები, უძველესი მიწათმოქმედება, უძველესი მეტალურგია, ადრეული დამწერლობა - ქართული დამწერლობის საფუძვლები და ქრისტიანული კულტურის ისტორია.

დამთვალიერებელი ასევე გაეცნობა 200 წლის წინ სამხრეთ გერმანიიდან საქართველოში ჩამოსახლებული გერმანელების ისტორიას, და ასევე, ზოგადად, ქვემო ქართლს, როგორც მულტიკულტურულ რეგიონს, სადაც ქართველებთან ერთად ცხოვრობდნენ სომხები, აზერბაიჯანელები, ოსები, ბერძნები, რუსები, გერმანელები და სხვ.

ბოლნისის მუზეუმი არის "კულტურული ჰაბი", რომელიც ახალ პერსპექტივას ქმნის ადგილობრივი მოსახლეობისათვის, რეგიონში მომუშავე საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებისა და საზოგადოებრივი განათლებისთვის.

მუზეუმის სამეცნიერო კონცეფცია ქართველ მეცნიერებთან ერთად შეიმუშავეს გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტის, გერმანიის სამთო მუზეუმის (ქ. ბოხუმი), ტორონტოს უნივერსიტეტის და ფრანკფურტის არქეოლოგიური მუზეუმის, პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის, ბერლინის სახელმწიფო მუზეუმების, ფრანკფურტის ზენკენბერგ მუზეუმის, ტიუბინგენის უნივერსიტეტის, ტიუბინგენის ქალაქის მუზეუმის, სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის მეცნიერებმა. 

მუზეუმი ქმნის მულტიფუნქციურ-საგანმანათლებლო პლატფორმას, რომელიც ორიენტირებულია ყველა ასაკისა და ინტერესის ვიზიტორზე. ის წარმოადგენს სახელოვნებო ცენტრს, შემოქმედებით სივრცეს, გართობისა და შემეცნების ადგილს ბავშვებისათვის.

მუზეუმში განთავსებულია გოეთეს ინსტიტუტის მედიათეკა, რომელიც ვიზიტორებს სთავაზობს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ მყუდრო სამუშაო გარემოს, სივრცეს საქმიანი და შემოქმედებითი შეხვედრებისთვის, გერმანული ენის უახლეს სახელმძღვანელოებს, შემეცნებითი, მხატვრული და დარგობრივი წიგნების ბიბლიოთეკას, ფილმებისა და აუდიომასალის კოლექციას. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც გოეთეს ინსტიტუტმა, რომელიც მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი, მუზეუმში მედიათეკა გახსნა. 

მუზეუმი ასევე ორიენტირებული იქნება ადგილობრივი სკოლების მოსწავლეებზე. მუზეუმში ჩატარდება სასკოლო გაკვეთილები სხვადასხვა საფეხურის სკოლის მოსწავლეებისთვის განსხვავებულ თემებზე. გაკვეთილების სერია ჩვენმა გუნდმა ონლაინ პლატფორმის საშუალებით უკვე დაიწყო, რაც გარკვეულწილად მუზეუმში სასკოლო გაკვეთილების ჩატარების წინაპირობაა.

ბოლნისის მუზეუმის არქიტექტურული პროექტის ავტორია გაგა კიკნაძე, „არქიტექტორები.ჯი". მუზეუმი დამთვლიერებლისთვის მოამზადეს ეროვნული მუზეუმის სპეციალისტებმა, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ევროპის წამყვან ინსტიტუციებთან და შესაბამისი დარგის პროფესიონალებთან - დიზაინის მიმართულებით ვითანამშრომლეთ ლინა ლოპესთან, საგამოფენო ტექსტების რედაქტირებასა და გრაფიკულ დიზაინზე იმუშავა National Geographic საქართველოს სპეციალისტების ჯგუფმა. ბოლნისის მუზეუმის განახლების პროექტი დაფინანსებულია კომპანია "RMG"-ის მიერ. 

ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი / ფერნანდო ხავიერ ურკიხო

Share

დაგეგმეთ თქვენი ვიზიტი 

ვიზიტამდე გაეცანით რეკომენდაციებს

სამუშაო საათები: სამშაბათი-კვირა, 10:00-18:00.   

მუზეუმში ბოლო ვიზიტორი დაიშვება 17:30 საათზე.

არასამუშაო დღეები: ორშაბათი და ოფიციალური დასვენების დღეები


 

გარდერობი

დამთვალიერებლებს შეუძლიათ ისარგებლონ მუზეუმის უფასო გარდერობით და ჩააბარონ:

  • პალტოები და სხვა ზედა ტანსაცმელი
  • ქოლგები
  • სამგზავრო ან დიდი ზომის ჩანთები და ზურგჩანთები 
  • მოტოციკლის მუზარადები
  • მუსიკალური ინსტრუმენტები

ხელჩანთების (მაქსიმალური ზომა - A3) შეტანა გამოფენებზე დასაშვებია. სადავო შემთხვევაში, გადაწყვეტილებას იღებს მეთვალყურე. 

გარდერობი არ იბარებს:

  • ფულს, დოკუმენტებს და საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს
  • ჩეკის წიგნაკებსა და საკრედიტო ბარათებს
  • ძვირფას ნივთებს
  • ხელჩანთებს

ამ წესის დაუცველობის შემთხვევაში მუზეუმი არ აგებს პასუხს ნივთების დაკარგვის ან დაზიანების გამო.
გარდერობში ჩაბარებული ნივთები დამთვალიერებელმა უნდა დაიბრუნოს იმავე დღეს მუზეუმის დაკეტვამდე. თუ ნივთს იმავე დღეს არ მოაკითხავენ, ის ჩაითვლება დაკარგულად. ჩაბარებული ნივთების დაკარგვა დაუყონებლივ, მუზეუმიდან გასვლამდე, უნდა ეცნობოს გარდერობის პერსონალს.


რჩევები და წესები

  • ბოლო ბილეთი გაიყიდება მუზეუმის დაკეტვამდე 30 წუთით ადრე. საგამოფენო დარბაზებს ვიზიტორები ტოვებენ მათ დაკეტვამდე 10 წუთით ადრე
  • 12 წლამდე ასაკის ბავშვებს უნდა ახლდეთ მშობლები ან ზრდასრული,  პასუხისმგებელი პირი
  • აღმზრდელები, მასწავლებლები და ჯგუფის ხელმძღვანელები პასუხისმგებელი არიან მათი თანმხლები ბავშვებისა და ახალგაზრდების  საქციელზე
  • დაუშვებელია: მუზეუმში სირბილი, ხმაური, სიგარეტის მოწევა, ბავშვის კისერზე შესმა და მუზეუმის ისე დათვალიერება
  • ჭამა ან დალევა დასაშვებია მხოლოდ მუზეუმის კაფეში ან მუზეუმის ეზოში განთავსებულ ტერასაზე
  • დამთვალიერებელთა ჯგუფის თითოეული წევრი უნდა იმყოფებოდეს  ჯგუფის ხელმძღვანელის შორიახლოს. ხელმძღვანელი პასუხიმგებელია მათს საქციელზე
  • მუზეუმის ადმინისტრაციის წერილობითი ნებართვის გარეშე დაუშვებელია ხელოვნების ნიმუშების საგამოფენო დარბაზებში კოპირება
  • დამთვალიერებელმა ბილეთი უნდა შეინახოს ვიზიტის ბოლომდე და მოთხოვნის შემთხვევაში ხელახლა წარუდგინოს შესაბამის პირს
  • საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ გაცემული ბილეთი უკან არ დაიბრუნება და არ გაიცვლება
  • დამთვალიერებლები რომლებით სარგებლობენ შეღავათიანი ტარიფით ან უფასო შესვლის უფლებით, ბილეთების დახლთან უნდა წარადგინონ შესაბამისი საბუთი
  • საქართველოს ეროვნული მუზეუმის საზოგადოებრივსა და საგამოფენო სივრცეებში აკრძალულია შეტანა:
  • ქიმიური და ტოქსიკური ნივთიერებების
  • საბრძოლო იარაღის
  • საკვებისა და სასმელი ბოთლების
  • სახიფათო,  ბასრი, ძალიან მძიმე  და დიდი ზომის ნივთების
  • ხელოვნების ნიმუშების, ხელოვნების ნიმუშის ნებისმიერი ტიპის რეპროდუქციისა ან მულაჟის
  • სკუტერების, სკეიტბორდების და ველოსიპედების
  • ცხოველების

ფოტო და ვიდეო გადაღება

  • მუზეუმის შენობასა და მუდმივ ექსპოზიციებში კერძო მიზნებისთვის ფოტოგადაღება ნებადართულია ბლიცისა და ფოტოშტატივების გამოყენების გარეშე
  • ფოტო და ვიდეოგადაღება დროებით გამოფენებზე კატეგორიულად დაუშვებელია
  • გადაღება კომერციული მიზნებისთვის დასაშვებია მხოლოდ მუზეუმის ხელმძღვანელობასთან ან კომუნიკაციის სამსახურთან წინასწარი შეთანხმებისა და წერილობითი ნებართვის საფუძველზე
  • ნებისმიერი ჩანაწერი ან ფოტო, სადაც შესაძლოა გამოჩნდეს მუზეუმის თანამშრომელი, საჭიროებს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ადმინისტრაციისა და გადაღების მონაწილე მხარეების თანხმობას

ხელმისაწვდომობა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დამთვალიერებელთათვის

საქართველოს ეროვნული მუზეუმი გთავაზობთ საზოგადოებრივ სივრცეებს, რომლებიც გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დამთვალიერებელთათვის. 

თუ გაქვთ რაიმე კითხვა შშმ პირთა მომსახურების შესახებ, დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: + (995 32) 299 80 22
საქართველოს ეროვნული მუზეუმში სტუმრობა უფასოა ყველა შშმ დამთვალიერებლისთვის.   


საკონტაქტო ინფორმაცია     

მისამართი: ქალაქი ბოლნისი, დ. აღმაშენებლის ქ. 48 ა.
ტელ.: + (995 32) 299 80 22; + (995 32) 2 99 71 76
ელ-ფოსტა: info@museum.ge

 

 

Share

ბოლნისის მუზეუმში, რომელიც ქვემო ქართლის საგანმანათლებლო, ტურისტულ და სამეცნიერო-კვლევით ცენტრს წარმოადგენს, ფუნქციონირებს გოეთეს ინსტიტუტის მედიათეკა.

მედიათეკა ვიზიტორებს სთავაზობს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ მყუდრო სამუშაო გარემოს, სივრცეს საქმიანი და შემოქმედებითი შეხვედრებისთვის, გერმანული ენის უახლეს სახელმძღვანელოებს, შემეცნებითი, მხატვრული და დარგობრივი წიგნების ბიბლიოთეკას, ფილმებისა და აუდიომასალის კოლექციას.

აღსანიშნავია, რომ ეს გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც გოეთეს ინსტიტუტმა, რომელიც მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი, მუზეუმში მედიათეკა გახსნა.

 

ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი / ფერნანდო ხავიერ ურკიხო & ანა დავარაშვილი