დმანისში, 1,8 მილიონი წლის ძეგლზე, პრეისტორიული გარეული ძაღლიც აღმოაჩინეს

03 აგვისტო 2021
Share

სამეცნიერო ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა სტატია "The early hunting dog from Dmanisi with comments on the social behaviour in Canidae and hominins" (Saverio Bartolini-Lucenti, Joan Madurell-Malapeira, Bienvenido Martínez-Navarro, Paul Palmqvist, David Lordkipanidze & Lorenzo Rook) საქართველოში, დმანისში, 1,8 მილიონი წლის ძეგლზე აღმოჩენილი კბილისა და ყბის ფრაგმენტების შესახებ, რომლებიც ძაღლისებრთა გადაშენებულ სახეობას — ევრაზიულ მონადირე ძაღლს ეკუთვნის.
ეს ამ სახეობის უძველესი ნიმუშია აქამდე აღმოჩენილ განამარხებულ ნაშთებს შორის.

 

National Geographic-ის სტატია ახალი აღმოჩენის შესახებ.
სტატიის ქართული ვერსია

ფოტო: ს. ბარტოლინი-ლუჩენტი