განოფენა „სამი მეგობარი“
2011 წლის 22 ნოემბერს 18.00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში წარმოგიდგენთ გამოფენას სახელწოდებით „სამი მეგობარი".
გამოფენა „სამი მეგობარი" წარმოადგენს სამი ხელოვანის - ოთარ ვეფხვაძის (კერამიკა), ივარს ბუმბიერეს (მხატვრობა) და პეტერის მარტინსონის (კერამიკა) ხელოვნების ნიმუშების შემოქმედებით შეხვედრას. აღნიშნული გამოფენა გამოხატავს მათი ნამუშევრების მიმართ ჟესტს და სიყვარულს ორი შესანიშნავი ქვეყნის - ლატვიისა და საქართველოსი, რომელიც მათი მეგობრობისა და პატივსაცემის ნიშნად იმართება.
გამოფენაზე წარმოდგენილია 90-მდე კერამიკული და ფერწერული ნამუშევარი.
ექსპოზიცია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში 2011 წლის 11 დეკემბრამდე გაგრძელდება.
გამოფენის ორგანიზატორები არიან: ლატვიის საელჩო საქართველოში, EთA ჩონსულტანტს, საქართველოს ეროვნული მუზეუმი.
მისამართი: რუსთაველის გამზ. #3.