გოგი ალექსი-მესხიშვილის თანამედროვე თეატრალური მხატვრობის სკოლის ჯგუფური გამოფენა

10 დეკემბერი 2021
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოგიდგენთ რუსთაველის ეროვნული თეატრის გოგი ალექსი-მესხიშვილის თანამედროვე თეატრალური მხატვრობის სკოლის მესამე მიღების ჯგუფის შემაჯამებელ გამოფენას.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება 9 მოსწავლის: ქეთევან გუნიას, აჩიკო შამახიას, ქეთევან ნიკოლაძის, მარიამ ხარაიშვილის, გიორგი გორგიაშვილის, თათია მოდებაძის, ელენე რუხაძის და კატო გელაშვილის მიერ შესრულებული სცენოგრაფიული პროექტები და ინსტალაციები, რომელზეც სკოლის მოსწავლეები ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში მუშაობდნენ ბატონ გოგი ალექსი-მესხიშვილთან და სკოლის მასწავლებლებთან (შოთა ბაგალიშვილი, მერაბ მერაბიშვილი, ქეთი შავგულიძე, ლუკა მიქელაძე და ნანა კუკულაძე) ერთად. სკოლაში ისწავლება მუშაობა სამ განზომილებაში, თეატრალური კოსტიუმი და კონსტრუირება, პიესაზე, მაკეტზე და სივრცესთან მუშაობა, თეატრალური ტექნოლოგია და თანამედროვე ხელოვნების ისტორია.

გამოფენის გახსნა: 16 დეკემბერი 2021 | 17:00
გამოფენის ხანგრძლივობა: 16 დეკემბერი 2021 – 15 იანვარი 2022
მისამართი: თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8

რეკომენდაციები ვიზიტორებისთვის