გამოფენა სახელწოდებით „ვნებები“

18 იანვარი 2015
Share

2015 წლის 18 იანვარს 16:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის ი.გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოგიდგენთ ეთერ ღონღაძის გამოფენას სახელწოდებით „ვნებები".

გამოფენაზე წარმოდგენილია სხვადასხვა ტექნიკაში - ბატიკა, გრაფიკა, ფერწერა შესრულებული მხატვრის 22 ნამუშევარი. ეთერ ღონღაძის ნამუშევრები გამოირჩევა განსხვავებული ხედვით, ფერადოვნებით, ინდივიდუალიზმითა და ჟანრობრივი მრავალფეროვნებით.

მხატვრის მიზანია თავისი ნამუშევრებით წარმოაჩინოს ძლიერი ქალის სახე.

გამოფენა გაგრძელდება 2015 წლის 30 იანვრამდე.

მისამართი: ი.გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი,  სიონის ქ. #8.