საჯარო ლექცია - ჰოლანდიური ფერწერის ოქროს ხანა.

24 აპრილი 2012
Share

26 აპრილს 15:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის  აუდიტორიაში  გაიმართება ჰოლანდიელი კურატორის, ჰოლანდიური ფერწერის სპეციალისტის, ბატონი  სანდერ პაარლბერგის ლექცია "ჰოლანდიური ფერწერის ოქროს ხანა".

ლექცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე სინქრონული თარგმანის თანხლებით. 

დასწრება თავისუფალია.

მისამართი: ფურცელაძის #1.