პრესრელიზები

01 დეკემბერი 2021

სიღნაღის მუზეუმი

ეროვნული მუზეუმის განახლებული მუზეუმები 
30 ნოემბერი 2021

უშანგი ხუმა - ფოტოგამოფენა ,,ენიგმა"

საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოგიდგენთ აბსტრაქციონისტი მხატვრის, უშანგი ხუმარაშვილის (უშანგი ხუმა) გამოფენას „ენიგმა“, რომლითაც ხელოვანი საზოგადოების წინაშე პირველად წარსდგება როგორც ფოტოგრაფი.
26 ნოემბერი 2021

მინიატურები იუნუს ემრეს შესახებ - გამოფენა თბილისის ისტორიის მუზეუმში

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობის ფარგლებში, თბილისის ისტორიის მუზეუმი წარმოგიდგენთ გამოფენას „მინიატურები იუნუს ემრეს შესახებ“. გამოფენასთან ერთად გაიმართება იუნუს ემრეს პოეზიის ქართულად ნათარგმნი წიგნის პრეზენტაცია.
25 ნოემბერი 2021

მიშა სვანიძის ქანდაკება - პერფორმანსი ეროვნული გალერეის ეზოში

პროექტის „18 მხატვრის ინტერვენცია კულტურის სამინისტროში“ ფარგლებში შეიქმნა მხატვარ მიშა სვანიძის ქანდაკება. პროექტის იდეაა წარმოაჩინოს ინსტიტუციის პოზიცია და თანამედროვე ხელოვნების აქტუალურობის საკითხი.
22 ნოემბერი 2021

THE CURIOUS CASE OF DMANISI - დმანისის აღმოჩენები National Geographic-ის წიგნში

დმანისში ჰომინიდების აღმოჩენა National Geographic-ის მიერ გამოცემულ წიგნში დასახელდა მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან 100 აღმოჩენას შორის, რომელმაც შეცვალა კაცობრიობის ისტორია და ჩვენი ცოდნა წარსულზე.      
22 ნოემბერი 2021

ამბავი საწყისებზე - გამოფენა სვანეთის მუზეუმში

საქართველოს ეროვნული მუზეუმის სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი თანამედროვე ხელოვანთა ჯგუფთან თანამშრომლობით, წარმოგიდგენთ გამოფენას "THE TALE OF ORIGINS / ამბავი საწყისებზე".
08 ნოემბერი 2021

პომპეის საგანძურის მოგზაურობა საქართველოში დასრულდა

პომპეის საგანძურის მოგზაურობა საქართველოში დასრულდა. გამოფენა 4 თვის განმავლობაში იყო წარმოდგენილი ჯერ ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში, შემდგომ კი თბილისში, საქაართველოს მუზეუმში და, პანდემიის მიუხედავად, 19.000-ზე მეტმა ვიზიტორმა დაათვალიერა.  
03 ნოემბერი 2021

საბუკო მუზეუმში: ნისკარტი და ადაპტაციები

„საბუკო“ და ეროვნული მუზეუმი გთავაზობთ საგანმანათლებლო პროგრამებს, თამაშებსა და შემოქმედებით აქტივობებს.
29 ოქტომბერი 2021

ლექცია-ტური "პომპეის მოქალაქეები: დამარხული ქალაქის აღდგენილი ყოფა-ცხოვრება"

4 ნოემბერს, 16:00 საათზე, ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში საერთაშორისო გამოფენის „სიცოცხლე და სიკვდილი - დიდებული პომპეი" ფარგლებში, გაიმართება შეხვედრა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორ მანანა ოდიშელთან. ლექცია-ტური ეძღვნება აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძეს. 
27 ოქტომბერი 2021

პროგრამა "კედლის მხატვრობა პომპეიში, ვილები და მათი მორთულობა"

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი გთავაზობთ საგანმანათლებლო-შემეცნებით პროგრამას - „კედლის მხატვრობა პომპეიში, ვილები და მათი მორთულობა".    
26 ოქტომბერი 2021

ნიკო ფიროსმანაშვილის განახლებული ექსპოზიცია ეროვნულ გალერეაში

2 ნოემბრიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის საგამოფენო სივრცეში წარმოგიდგენთ ნიკო ფიროსმანაშვილის (ფიროსმანი) ნამუშევრების განახლებულ ექსპოზიციას.
25 ოქტომბერი 2021

ირაკლი ფარჯიანის ნამუშევრების გამოფენა

საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ირაკლი ფარჯიანის სახელობის ფონდი და ბაია გალერეა წარმოგიდგენთ ირაკლი ფარჯიანის (1950 -1991) ნამუშევრების გამოფენას, ნიკო ფიროსმანაშვილის (ფიროსმანის) განახლებულ მუდმივ ექსპოზიციასთან ერთად.