პრესრელიზები
24 დეკემბერი 2021
საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებს ახალი არტეფაქტები შეემატა - მათ შორისაა დავით აღმაშენებლის სპილენძის მონეტა
2021 წლის 24 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადაეცა საქართველოს მეფე დავით მეოთხე აღმაშენებლის პერიოდის მონეტა. დავით აღმაშენებლის აღნიშნული მონეტა უმნიშვნელოვანესი ისტორიული ღირებულებისაა და მიეკუთვნება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. მონეტის საბაზრო ღირებულება - შეუფასებელია.
17 დეკემბერი 2021
თავისუფლებით შთაგონებული ხელოვნება
2021 წლის 25 დეკემბრიდან სიღნაღის მუზეუმში ნონკონფორმისტი ხელოვანების კარლო გრიგოლიას და ზურა სეხნიაშვილის ნამუშევრები წარმოდგენილი იქნება გამოფენაზე "თავისუფლებით შთაგონებული ხელოვნება".
16 დეკემბერი 2021
მხატვარი და ეპოქა: შალომ კობოშვილი 145
საქართველოს ეროვნული მუზეუმი სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში წარმოგიდგენთ შალომ კობოშვილის 145 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენას „მხატვარი და ეპოქა".
13 დეკემბერი 2021
ფრინველის საკვები - საბუკო მუზეუმში
18 დეკემბერს, 14:00 საათზე, „საბუკო“ და ეროვნული მუზეუმი გთავაზობთ საგანმანათლებლო პროგრამებს, თამაშებსა და შემოქმედებით აქტივობებს.
10 დეკემბერი 2021
ტატო ახალკაციშვილის სოლო შოუ - ექსცენტრიული მოგზაური
ექსცენტრული მოგზაური - ეს არის მასშტაბური გამოფენა, რომელიც ფერწერის მედიუმის უახლესი ტენდენციების ცოდნისა და საავტორო ხედვის შთამბეჭდავი შედეგია. გამოფენაზე წარმოდგენილია როგორც მრავალფიგურიანი, მაგიური რეალიზმის ხასიათის მასშტაბური ნამუშევრები, ისე კონცეპტუალური ფერწერის ლაკონიური ნიშან-სურათებისა და პეიზაჟის ორიგინალური ვერსიები
10 დეკემბერი 2021
გოგი ალექსი-მესხიშვილის თანამედროვე თეატრალური მხატვრობის სკოლის ჯგუფური გამოფენა
საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოგიდგენთ რუსთაველის ეროვნული თეატრის გოგი ალექსი-მესხიშვილის თანამედროვე თეატრალური მხატვრობის სკოლის მესამე მიღების ჯგუფის შემაჯამებელ გამოფენას.
07 დეკემბერი 2021
ბოლნისის მუზეუმი ევროპის წლის საუკეთესო მუზეუმებს შორისაა ნომინირებული
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ბოლნისის ახალი მუზეუმი ევროპის მუზეუმების ფორუმის მიერ კონკურსის - ,,ევროპის წლის მუზეუმი - 2022" ფინალურ ნომინანტად დასახელდა.
06 დეკემბერი 2021
ოთარ ყარალაშვილის გამოფენა თბილისის ისტორიის მუზეუმში
საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი წარმოგიდგენთ ოთარ ყარალაშვილის პროექტს „ჯადოსნური ბაღი“. პროექტი ხორციელდება თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით. პრინტის საერთაშორისო ფესტივალის "Life N Style 2021" ფარგლებში, წიგნის ხელოვნების ცენტრთან კოლაბორაციით.
01 დეკემბერი 2021
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ახალგაზრდა მეცნიერთა წარმატება
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ახალგაზრდა მეცნიერებმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2021 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების კონკურსში წარდგენილ 9 პროექტში მიიღეს გრანტი.
30 ნოემბერი 2021
უშანგი ხუმა - ფოტოგამოფენა ,,ენიგმა"
საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოგიდგენთ აბსტრაქციონისტი მხატვრის, უშანგი ხუმარაშვილის (უშანგი ხუმა) გამოფენას „ენიგმა“, რომლითაც ხელოვანი საზოგადოების წინაშე პირველად წარსდგება როგორც ფოტოგრაფი.
26 ნოემბერი 2021
მინიატურები იუნუს ემრეს შესახებ - გამოფენა თბილისის ისტორიის მუზეუმში
თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობის ფარგლებში, თბილისის ისტორიის მუზეუმი წარმოგიდგენთ გამოფენას „მინიატურები იუნუს ემრეს შესახებ“. გამოფენასთან ერთად გაიმართება იუნუს ემრეს პოეზიის ქართულად ნათარგმნი წიგნის პრეზენტაცია.