გაზაფხულის დღესასწაული

04 მაისი 2008 - 04 მაისი 2008

4 მაისს გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღია ცის ქვეშ გაზაფხულის დღესასწაული მოეწყო.

ღონისძიების ორგანიზატორები საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ქ. თბილისის მერია იყვნენ.გაზაფხულის დღესასწაულზე ტრადიციული ბერიკაობის რიტუალი მოეწყო. ბერიკები თბილისში ყოველ გაზაფხულზე თეატრალურ სანახაობებს აწყობდნენ და ხალხისგან საჩუქრებს იღებდნენ.
ღონისძიების ფარგლებში გაცოცხლდა მე-19ს-ის პოპულარული ქართული თამაში "ფლირტი". ამფითეატრში მოეწყო საბავშვო კონცერტი, ხოლო საკარმიდამო ნაკვეთებში ბავშვებისათვის სხვასხვა ვორქშოპები ჩატარდა.

"გაზაფხულის დღესასწაული" დაემთხვევა მეორე დიდი პროექტის "ქართული ბაღის" მშენებლობის დაწყებას, რომელიც საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ და ქ. თბილისის მერმა გიგი უგულავამ გახსნეს.

ბაღი  გაშენებულია 1500 მ2-ზე მუზეუმის ცენტრალურ შესასვლელთან ახლოს. მცენარეულ ნიმუშებს ბოტანიკოსები საქართველოს გეოგრაფიული ზონების მიხედვით შეარჩევენ.

"ქართული ბაღი" საქართველოს სამუზეუმო სივრცეში პირველი ცოცხალი გამოფენა იქნება, რომელიც საზოგადოებრივი განათლების, სამეცნიერო კვლევის, კულტურული ღონისძიებებისა და დასვენების პოპულარულ ადგილი გახდება.