15-16 ოქტომბერი, ხატვის ფესტივალი

15 ოქტომბერი 2011 - 16 ოქტომბერი 2011
Share

2011 წლის 15 ოქტომბერს ეროვნული გალერეის მიმდებარე ტერიტორიაზე -ალექსანდრეს ბაღში გაიმართება ხატვის ფესტივალი, სახელწოდებით "მე - მხატვარი". მონაწილეები ეროვნულ გალერეაში წარმოდგენილი ექსპოზიციის საფუძველზე, ერთი თემის ირგვლივ - "ჩემი რჩეული ნამუშევარი", გამოხატავენ თავის შთაბეჭდილებას. ბავშვებს შეეძლებათ სურვილისამებრ აირჩიონ სხვადასხვა აქტივობები: პანოს ხატვა, ინსტალაციაზე მუშაობა, კოლაჟი, თავისუფალი თემა.

ნამუშევრები მეორე დღეს, 16 ოქტომბერს, ე. ახვლედიანის სახელობის ბავშვთაგალერეაში გამოიფინება.

პროექტი ხორციელდება საქართველოს ეროვნული გალერეის და ე. ახვლედიანის სახელობის ბავშვთა გალერეის მიერ, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დათბილისის მერიის მხარდაჭერით. ფესტივალის სპონსირია კომპანია "ნატახტარი."

ფესტივალში მონაწილეობა შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე.

რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით: საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი
ტელ.: 2 15 73 05 (შიდა ნომერი - 104 ან 115) (ორშაბათის გარდა, 11-დან 18 საათამდე)
ელ. ფოსტა : edu.programmes@gmail.com
მისამართი:ეროვნული გალერეა, რუსთაველის გამზირი №11. (შესასვლელი ალექსანდრეს ბაღიდან)