აფხაზეთობა 2009

09 ნოემბერი 2009 - 10 ნოემბერი 2009

ეთნოგრაფიულ მუზეუმში "აფხაზეთობა 2009" გაიმართა. 

სახალხო ზეიმი რესატვრირებული აფხაზური ოდის "აკუასკას" პრეზენტაციით გაიხსნა, სადაც საზოგადოება თავადი ანჩაბაძის სახლის ექსპოზიციას გაეცნო. 

აფხაზური ოდა თბილისში სოფელ ტყვარჩელიდან არის ჩამოტანილი. იგი 1911 წელს არის აგებული. ოდის რესტავრირება მოხდა უნესკოს, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ნორვეგიის კულტურის სამინისტროს სიძველეთა დაცვის დეპარტამენტის ერთობლივი პროექტის "გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის ღია ცის ქვეშ რეაბილიტაციის" - ფარგლებში. 

ღონიძიებას აფორმებდა აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი. მოეწყო აფხაზეთის მხატვართა და აფხაზეთის სახელოვნებო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა, ასევე სპორტული შეჯიბრებები აფხაზეთის სპორტული კლუბებისა და სპორტსმენების მონაწილეობით.

აფხაზეთობა 2009 გალა-კონცერტით საზეიმოდ დაიხურა ეთნოგრაფიული მუზეუმის ამფიტეატრში.ორგანიზატორები: აფხაზეთის მთვარობა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო და საქართველოს ეროვნული მუზეუმი.