ვალერიან სიდამონ-ერისთავის გამოფენა - კურატორის ტური ეროვნულ გალერეაში

28 დეკემბერი 2019 - 28 დეკემბერი 2019
Share

28 დეკემბერს, 16:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა ქართველი მხატვრისა და სცენოგრაფის, ვალერიან სიდამონ-ერისთავის რეტროსპექტული გამოფენის ფარგლებში გიწვევთ კურატორის ტურზე.

ტურს გაუძღვება ახალგაზრდა მკვლევარი თემურ ქანთარია-ჯაბადარი, რომელიც გაგაცნობთ მხატვრის შემოქმედებასა და მასთან დაკავშირებულ საინტერესო ბიოგრაფიულ ფაქტებს.

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზ. 11

დასწრება თავისუფალია!

გამოფენის შესახებ