ბოშური კულტურის საღამო

21 მაისი 2011
Share

 

2011 წლის 21 მაისს 16.00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში წარმოგიდგენთ ბოშურ კულტურულ საღამოს.

საღამოზე ფართო საზოგადოებისათვის ნაჩვენები იქნება ქართულ-ბოშური კულტურა: ფოტოგამოფენა, ვიდეო ჩვენება, ხელნაკეთი ნივთების ბაზრობა, ბოშური მუსიკა და ცეკვები, რაც წარმოადგენს ბოშათა თემების რეალობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში.

ორგანიზატორები: საქართველოს ეროვნული მუზეუმი, უმცირესობის საკითხთა ევროპული ცენტრი, და ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი.

მისამართი: გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი, კუს ტბის გზატკეცილი 1.