,,ფიროსმანის ფერები“

16 ოქტომბერი 2013 - 16 ოქტომბერი 2013
Share

2013 წლის 16 ოქტომბერს 15:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა წარმოგიდგენთ ნიკო ფიროსმანის შემოქმედებაზე დაფუძნებულ შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას,,ფიროსმანის ფერები". ღონისძიება გაიმართება ეროვნული გალერეის წინ მდებარე ალექსანდრეს ბაღში.

მრავალფეროვანი პროგრამა განკუთვნილია ყველა ასაკის მსურველთათვის. მონაწილეებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობებში: ჯგუფურად და ინდივიდუალურად დახატონ და გააფერანოდ დიდი ფორმატის ტილოები, ააწყონ ფაზლები, გადაიღონ ფოტოები ფიროსმანის პერსონაჟების ატრიბუტებისა და დეტალების გამოყენებით.

„ფიროსმანის ფერები" ყოველწლიური პროგრამაა. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს დიდი მხატვრის შემოქმედების პოპულარიზაციას.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11.