საგანმანათლებლო პროგრამები და შემეცნებითი თამაშები
2013 წლის 19 მაისს 11:00-18:00 საათამდე საქართველოს ეროვნული მუზეუმის გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ, მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში წარმოგიდგენთ საგანმანათლებლო პროგრამებსა და შემეცნებით თამაშებს მუზეუმის ყველა დამთვალიერებლისთვის.
11:00 - 12:30 - ეკოლოგია, მონაწილეთა ასაკი 11 წლიდან.
11:00-12:30 - ტრადიციული ქსოვა და დედოფალების დამზადება, მონაწილეთა ასაკი შეუზღუდავია.
12:30 - 13:00 - პრეისტორიული ტექნოლოგიები - ხელცული, მონაწილეთა ასაკი შეუზღუდავია.
13:00 - 14:30 - ეთნოგრაფია (ფილმების ჩვენებით), მონაწილეთა ასაკი 11 წლიდან.
14:00 - 16:00 - სახალისო არქეოლოგია, მონაწილეთა ასაკი შეუზღუდავია.
14:00 - 16:00 - ტრადიციული დურგლობა, მონაწილეთა ასაკი 11 წლიდან.
14:00 - 16:00 - ტრადიციული მეთუნეობა, მონაწილეთა ასაკი შეუზღუდავია.
14:30-17:00 - შემეცნებით-გასართობი თამაშები: ტრადიციული შეჯიბრი მშვილდოსნობაში, მონაწილეთა ასაკი 11 წლიდან.
15:30 - 17:30 - შემეცნებით-გასართობი თამაშები: პირველყოფილი მონადირე, მონაწილეთა ასაკი 11 წლიდან.
ღონისძიებაზე დასწრება უფასოა.
მისამართი: საქართველოს გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ, კუს ტბის გზა #1.