ჩატარებული ღონისძიებები
12 ივნისი 2008
საპატიო ჯილდო
2008 წლის 12 ივნისს რომში იტალიისპრეზიდენტმა ჯორჯო ნაპოლიტანომსაქართველოს ეროვნული მუზეუმისგენერალურ დირექტორს დავითლორთქიფანიძეს იტალიიის სამეცნიეროაკადემიის (Accademia dei Lincei) საპატიოჯილდო გადასცა.
03 ივნისი 2008
თანამშრომლობის მემორანდუმი
2008 წლის 3 ივნისს, საქართველოს ეროვნულიმუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავითლორთქიფანიძემ და ნორვეგიის მაიჰაუგენისღია ცის ქვეშ მუზეუმის დირექტორმა ოგოტგამერსვიკმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობისმემორანდუმს საქართველოს ეროვნულმუზეუმსა და მაიჰაუგენის ღია ცის ქვეშმუზეუმს შორის.
13 მაისი 2008
ორი მნიშვნელოვანი პროექტი
2008 წლის 13 მაისს საქართველოს ეროვნულიმუზეუმის აუდიტორიაში საქართველოსეროვნული მუზეუმის დირექტორმა დაკულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტისმინისტრმა საზოგადოებას ეროვნულიგალერეის რეაბილიტაციისა და ეროვნულიმუზეუმის კონსერვაცია-რესტავრაციისცენტრის პროექტები წარუდგინეს.
04 მაისი 2008
გაზაფხულის დღესასწაული
4 მაისს გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღია ცის ქვეშ გაზაფხულის დღესასწაული მოეწყო.
01 მაისი 2008
ესპანეთის სამეფოს პირველი ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში
2008 წლის 1 მაისს საქართველოს ეროვნულიმუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ და ესპანეთის სამეფოს სორიას ჰერცოგთა ფონდის პრეზიდენტმა რაფაელ ბენხუმეამ ხელი მოაწერესსაქართველოში სორიას ფონდისწარმომადგენლობის გახსნის შესახებხელშეკრულებას.
30 აპრილი 2008
ნაციონალური ღვინის კონკურსი
30 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით სიღნაღისმუზეუმი ნაციონალურ ღვინის კონკურსსმასპინძლობდა. ღვინის კონკურსისორგანიზატორები იყვნენ საქართველოსსავაჭრო-სამრეწველო პალატა, საქართველოსეროვნული მუზეუმი და ღვინის ისტორიისფონდი.
09 აპრილი 2008
სტუმარი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში
9 აპრილს საქართველოს ეროვნულ მუზეუმს აშშ-სსახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის მოადგილესაზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში კოლინგრაფი ესტუმრა.
04 აპრილი 2008
UNESCO-ს ექსპერტები ეროვნულ მუზეუმში
საქართველოს ეროვნული მუზეუმი მასპინძლობსUNESCO -ს მუზეუმებისა და მოძრავი ძეგლებისგანყოფილების დირექტორს ლევი სტროსს დაUNESCO -ს ექსპერტს სუზან ოგს.2007 წლიდან საქართველოს ეროვნულ მუზეუმში UNESCO -ს მხარდაჭერით ორი პროექტი ხორციელდება:
03 მარტი 2008
საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ტურები
2008 წლიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმი გთავაზობთ საგანმანათლებლო ტურისტულ მარშრუტებს თბილისი-სიღნაღის მიმართულებით. ტურისტულ მარშრუტში შედის: საქართველოს ეროვნული მუზეუმის გამოფენის მონახულება, ქ. სიღნაღის დათვალიერება, სიღნაღის მუზეუმის გაცნობა და ბოლოს ვიზიტი ბოდბის დედათა მონასტერში.ექსკურსიებს მოემსახურება მაღალი კვალიფიკაციის გიდი.
04 თებერვალი 2008
თრეინინგი მუზეუმის მენეჯმენტში
2008 წლის 4 თებერვლიდან 8 თებერვლამდე მიმდინარეობდა თრეინინგი მუზეუმის მენეჯმენტში სამხრეთ კავკასიის რეგიონის მუზეუმებისათვის. პროექტის ორგანიზატორები იყვნენ: ICOM-ის საქართველოს წარმომადგენლობა, INTERCOM,საქართველოს კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და საქართველოს ეროვნული მუზეუმი.
14 დეკემბერი 2007
სამეცნიერო სესია
14 დეკემბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის უფლისციხის არქოლოგიური ექცპედიციის 50 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია ეწყობა.
18 ნოემბერი 2007
პრეზიდენტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში
18 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ეწვია.მუზეუმის თანამშრომლებსა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა.