ჩატარებული ღონისძიებები

04 ივნისი 2021

„ეროვნული გალერეა დაარსებიდან დღემდე“ - მაკა ბეჟუაშვილის ტური

4 ივნისს, 16:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართება კურატორის ტური - „ეროვნული გალერეა დაარსებიდან დღემდე“, რომელსაც გაუძღვება ხელოვნებათმცოდნე მაკა ბეჟუაშვილი.
01 ივნისი 2021

1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, 12:00-დან 16:00 საათამდე, ეროვნული სასახლე და ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ შემეცნებით-გასართობ აქტივობებს გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში.
28 მაისი 2021

იაკობ ნიკოლაძე 145 - კურატორის ტური

28 მაისს, 16:00 საათზე, იაკობ ნიკოლაძის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის იაკობ ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში გაიმართება სახლ-მუზეუმის მენეჯერის, მოქანდაკის შვილიშვილის – გურამ ნიკოლაძის ტური.
28 მაისი 2021

მარიკა ჯიქიას ლექცია - „მაგიური 7 ± 2 და სხვა...“

28 მაისს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი - მარიკა ჯიქია გამართავს ონლაინ ლექციას „მაგიური 7 ± 2 და სხვა...“.
27 მაისი 2021

შალვა ქიქოძე 127 - კურატორის ტური

27 მაისს, 16:00 საათზე, ქართული მოდერნისტული მხატვრობის გამორჩეული წარმომადგენლის, შალვა ქიქოძის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, წარმოგიდგენთ ეროვნული მუზეუმის ახალი და თანამედროვე ხელოვნების კოლექციების მთავარი კურატორის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის ნინო ხუნდაძის ტურს ეროვნულ გალერეაში.
24 მაისი 2021

ეროვნული მუზეუმის ფესტივალი 2021: ელენე გაბლიანის ონლაინ ლექცია - "ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმის ისტორია და კოლექციები"

ეროვნული მუზეუმის ფესტივალის ფარგლებში, 24 მაისს, 14:00 საათზე, ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმის მმართველი, ხელოვნებათმცოდნე ელენე გაბლიანი გამართავს ონლაინ ლექციას „ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმის ისტორია და კოლექციები“.
23 მაისი 2021

ეროვნული მუზეუმის ფესტივალი 2021: ნინო სამსონიას ლექცია - "ენგური ლურსმულ ტექსტებში"

ეროვნული მუზეუმის ფესტივალის ფარგლებში, 23 მაისს, 14:00 საათზე, სვანეთის მუზეუმში ნინო სამსონია, აღმოსავლეთმცოდნე, ასირიოლოგი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გამართავს საჯარო ლექციას - „ენგური ლურსმულ ტექსტებში".
22 მაისი 2021

ეროვნული მუზეუმის ფესტივალი 2021: გასართობ-შემეცნებითი აქტივობები ეთნოგრაფიულ მუზეუმში

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფესტივალის ფარგლებში, 22 მაისს, 10:00-დან 17:30 საათამდე, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ გთავაზობთ საგანმანათლებლო-შემეცნებით აქტივობებს. 
21 მაისი 2021

ეროვნული მუზეუმის ფესტივალი 2021: საგანმანათლებლო პროგრამა "მეოცნებე ნაიმორი"

21 მაისს, 15:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ეროვნული მუზეუმის საგანმათლებლო ცენტრი წარმოგიდგენთ საგანმანათლებლო-შემეცნებით პროგრამას „მეოცნებე ნიამორი", რომელიც ქართველი მხატვრის - ლადო გუდიაშვილის საიუბილეო წელს უკავშირდება.
21 მაისი 2021

ეროვნული მუზეუმის ფესტივალი 2021: ლია ქიტიაშვილის ლექცია - „უცნობი ისტორიები საქართველოს ეროვნული მუზეუმის რარიტეტული ფონდიდან"

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფესტივალის ფარგლებში, 21 მაისს, 16:00 საათზე, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ბიბლიოთეკაში გაიმართება ისტორიის დოქტორის, ლია ქიტიაშვილის ლექცია - „უცნობი ისტორიები საქართველოს ეროვნული მუზეუმის რარიტეტული ფონდიდან".    
20 მაისი 2021

ეროვნული მუზეუმის ფესტივალი 2021: წიგნის პრეზენტაცია - ეროვნული მუზეუმის დასავლეთევროპული ხელოვნების კოლექციის ინტეგრირებული კვლევები

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფესტივალის ფარგლებში, 20 მაისს, 16:00 საათზე, ეროვნული გალერეის ეზოში გაიმართება წიგნის პრეზენტაცია - „საქართველოს ეროვნული მუზეუმის დასავლეთევროპული ხელოვნების კოლექციის ინტეგრირებული კვლევები".    
19 მაისი 2021

ეროვნული მუზეუმის ფესტივალი 2021: თურქული წარმომავლობის ნასესხობანი ქართულში - მარიკა ჯიქიას ლექცია

19 მაისს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მარიკა ჯიქია გამართავს ონლაინ ლექციას - „თურქული წარმომავლობის ნასესხობანი ქართულში“.